/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

სიცოცხლის წერტილებით მკურნალობა - აკუპუნქტურა უკვე თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტშია ხელმისაწვდომი

თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მქონე თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი დიდი ხანია ცნობილია გოგირდის ბუნებრივი თერმული წყლებით.

კურორტი დედაქალაქის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს დასვენების, რეაბილიტაციისა და მკურნალობის კუთხით ფართო სპექტრის მომსახურებას სთავაზობს და ანებივრებს სხვადასხვა სიახლის შეთავაზებით. ერთერთი ასეთია აკუპუნქტურა/რეფლექსოთერაპია. წამყვანი სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი-რეფლექსოთერაპევტი ელენე გიორგობიანი წინასწარი დიაგნოსტიკის საფუძველზე, პაციენტის დაავადების, მისი მიმდინარეობის თავისებურებებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით ადგენს მკურნალობის ინდივიდუალურ გეგმას, ზემოქმედების სახეობასა და პროცედურების რაოდენობას.

აკუპუნქტურა არის მკურნალობის უძველესი ჩინური მეთოდი, რომელიც ცნობილი იყო უკვე ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4 ათასი წლის წინ. აკუპუნქტურა წარმოადგენს წვრილი ნემსის ჩხვლეტით სასიცოცხლო, ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე მკურნალობის მეთოდს, რომელსაც ჩინურად ჰქვია ჯენ-ძიუ თერაპია, სადაც ჯენ ნიშნავს ჩხვლეტას, ხოლო ძიუ - მოწვას აბზინდის სიგარით ან მოქსით - აბზინდის პატარა დაპრესილი კონუსებით.

ქალბატონო ელენე, როგორ მოქმედებს აკუპუნქტურა ადამიანის ორგანიზმზე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

აკუპუნქტურული ნემსით ჩხვლეტის შემდეგ, სტიმულირდება ადგილობრივი ნერვები და სიგნალი ადის აქსონ რეფლექსით თავის ტვინისკენ, ანუ პერიფერიიდან ცენტრისკენ, თავის ტვინის ქერქისკენ, სადაც მოთავსებულია იმ ანატომიური რეგიონის ან ორგანოს წარმომადგენლობა, ცენტრი. ამ სტიმულს გადაჰყავს ცენტრი დომინანტურ აღგზნებაში, რომელიც ნაწილობრივად გადადის ქერქის სხვა, მეზობელ ცენტრებზეც. გამოიყოფა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები - ცნობილი „ბედნიერების ჰორმონი“ - ენდორფინი, ნეირომედიატორები, ენკეფალინი, სეროტონინი, დოფამინი და სხვა, რომლებიც გადადიან სისხლში და ნეიროჰუმორული გზებით - სისხლით და ნერვული სისტემით მოქმედებენ ტკივილგამაყუჩებლად რელაქსაციის მეშვეობით იმ ანატომიურ უბანზე, საიდანაც მოხდა მოქმედება აკუპუნქტურის ნემსით. ხშირად ხდება ისე, რომ ძირითად მისაღებ ეფექტთან ერთად აღდგება სხვა ორგანოების ფუნქციებიც.

როგორ ტარდება აკუპუნქტურა? შესაძლებელია თუ არა თან ახლდეს ამ პროცედურას მტკივნეული შეგრძნება?

შეკითხვა ექიმს
<p>-Რამოდენიმე დღეა ხან მუცელი მტკივა ხან წელი ხან თავი ხან უბრალოდ გულისრევის შეგრძნებამაქ საჭმლის დროს ვიბერები! Ზოგჯერ უბრალოდ სუსტადვარ ზოგჯერ შემახურებს 5 წუთი მერე შემაციებს 5 წუთს მერე ისევ კარგადვარ ზოგჯერ თავი კიარ მტკივა უბრალოდ რაღაც რიგზე არარის თავში ესეთი განცთამაქ დამძიმებული მძიმე გულირომისდის ადამიანს რაღაც ეგეთი შეგრძნება თავის არეში! Რისი ბრალი იქნება ვინ ვნახო ან რატესტი გავიკეთო დიაგნოსტიკისთვის</p>

პირველ რიგში დგინდება პაციენტის დიაგნოზი, მეთოდის გამოყენების აუცილებლობა, დაავადების ხასიათი (მწვავეა, თუ ქრონიკული), რაც ექიმ-აკუპუნქტურისტს აკუპუნქტურული მოქმედების სწორი არჩევნის საშუალებას აძლევს: იმოქმედოს სედაციის, დამამშვიდებელი მეთოდით ან პირიქით - სტიმულაციით, ტონუსის მომატებით.

თვით პროცედურა ტარდება შემდეგნაირად: ექიმი, ქირურგიული წესით დაბანილი ხელებით, წმენდს პაციენტის კანს აკუპუნქტურული წერტილების არეში, სადაც მოხდება ჩხვლეტა ერთჯერადი სტერილური ნემსებით. ნემსები საკმაოდ წვრილია, შედის კანქვეშ 2-3მმ-დან 5-10 მმ-მდე, ზოგიერთ ადგილას მეტით; ჩხვლეტის სიძლიერე ჰგავს კოღოს ნაკბენს, რომელსაც ხშირად პაციენტი ვერც გრძნობს. ნემსები საჭიროებისას შეიძლება დარჩეს 30-40 წუთამდე, ზოგჯერ მეტ ხანსაც, უფრო ხშირად 20-25 წუთი. პაციენტი ამ დროს წევს ტახტზე მოდუნებული.

ხშირად აკუპუნქტურამდე ტარდება ჩინური წერტილოვანი მასაჟი 5-10 წუთის განმავლობაში ეფექტის გასაძლიერებლად. პაციენტი დუნდება და ხშირად იძინებს პროცედურაზე, რაც აუმჯობესებს ეფექტს.

image002-1645685555.jpg

რა შეიძლება იყოს აკუპუნქტურის ჩვენება?

აკუპუნქტურა, როგორც მეთოდი, ათასწლეულების მანძილზე ჩინეთში გამოიყენებოდა, უპირველესად, ტკივილის მოსახსნელად, სარელაქსაციოდ, სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, ნერვული სისტემის და სხვა ორგანო-სისტემების ფუნქციის ნორმალიზაციისთვის, როგორც გარეგანი - ძვალ-სახსართა და კუნთოვანი სისტემის დაავადებების დროს, ასევე შინაგანი ორგანოების დაავადებათა დროს.

აკუპუნქტურა გამოიყენება როგორც მონომეთოდად, ისე კომპლექსური მკურნალობის დროსაც შემდეგი დაავადებების დროს:

ნერვული სისტემის - ნევროზები, ფობიები (შიშები), უძილობა, მეხსიერების დაქვეითება, ალცჰაიმერის დაავადება, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, აუტიზმი, ენურეზი, ნევრიტი, ნევრალგია, რადიკულიტი, იშიაზი, ინსულტის შემდგომი პარეზები, დამბლა, ნერვების და კუნთების რიგიდობა და ატროფია, სახის პარეზი, ბელის დამბლა, ფტოზი - ქუთუთოების დაშვება, სამწვერა ნერვის ანთება, ნეკნთაშუა ნევრალგია, ცერებრალური დამბლა, სლოკინი, ტიკი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და სხვა.

ძვალსახსართა სისტემის დაავადებები: ხერხემლის დაავადებები - სქოლიოზი, კიფოზი, ოსტეოქონდროზი, ტკივილის სინდრომი კისრის, გულ-მკერდის, გავა-წელის არეში; სპონდილიტი და სპონდილოზი, მალთაშუა დისკების პროთრუზია, თიაქარი და სხვა. ართრიტები, ართროზი-კალცინატების წანაზარდები სახსრებში; ართრალგია; დიდი სახსრების დაავადებები: პერიართრიტი, კოქსართროზი; გონართროზი; ეპიკონდილიტი- იდაყვის სახსრის ; გავა-თეძოს სახსრის ანთება-საკროილეიტი და სხვა.

გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები-არტერიული წნევის რეგულაცია, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მკურნალობა, შეშუპებები, სტენოკარდია, ინფარქტის შემდგომი პერიოდი, ვარიკოზი, ლიმფოსტაზი.

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები: -მონომეთოდად და კომპლექსური მკურნალობის დროს-გასტრიტი, კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლული (არასისხლმდენი), რემისიის დროს, კოლიტი, ყაბზობა, კუჭის აშლილობა, ბუასილი; ჰეპატიტი (არაინფექციური)- წამლისმიერი, ალიმენტური, ცხიმოვანი; ქოლეცისტიტი - (არაკენჭოვანი).

სასუნთქი სისტემის დაავადებები-პნევმონია, ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, სუნთქვის უკმარისობის საწყისი პერიოდი, პოსტკოვიდ სინდრომი; ფქოდი; ფრონტიტი, ჰაიმორიტი, სინუსიტი.

შარდსასქესო სისტემის დაავადებები: ნეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი; მიკროლითიაზი ქალებში- ვაგინიზმი..მამაკაცებში- იმპოტენცია, ერექციის და ეაკულაციის დარღვევები, შარდის შეკავება და შეუკავებლობა, და სხვა.

კუნთოვანი სისტემის დაავადებები - მიოზიტი, მიალგია, მიოგელოზი; ძნელად შესახორცებელი ჭრილობები; ჰემატომები, ნაწოლები კუნთების დაზიანების დონეზე და სხვა.

ენდოკრინული სისტემა: - ჰიპოფიზ-ჰიპოთალამური სისტემის დაავადებები - აკრომეგალია, ზრდის დარღვევები, სიმსუქნე, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, არაკვანძოვანი ჩიყვი. - პარათირეოიდული ჯირკვლების დისფუნქცია -ჰიპერმობილური და მოყანყალე სახსრები, ჰიპერმობილური ხერხემალი, ძვლების შეუხორცებლობა და ცრუ სახსარი, კიდურების და სხეულის შეშუპებები და სხვა.- თიმუსის ჯირკვლის დარღვევები- ბავშვებში და მოზარდებში იმუნური სისტემის დარღვევები, ხშირად მოავადე ბავშვები; ალერგიული ფონი.- პანკრეასის ჯირკვლის დაავადებები- შაქრიანი დიაბეტი 1-2 ტიპის, ფერმენტული დისფუნქცია, დისბაქტერიოზი, პანკრეატიტი.- თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებები- ჰორმონების-ადრენალინის ,კორტიზოლის და სხვა ჰორმონების რეგულაცია.- საკვერცხეების ფუნქციის დარღვევები- ადნექსიტი, კვერცხუჯრედის მომწიფების დარღვევები, უნაყოფობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევები, პოლიკისტოზი და სხვა.- სათესლე ჯირკვლების ფუნქციის დარღვევები - ანთებები, სპერმის ხარისხის და რაოდენობის დაქვეითება, ასპერმია, უნაყოფობა და სხვა.

კანის დაავადებები - ეგზემა, ალერგიული გამონაყარი, ფსორიაზი, დამწვრობები, მწერების ნაკბენი, ფურუნკული გაწითლების სტადიაში, კოსმეტიკური მოვლა.

მგრძნობელობის ანალიზატორების დაავადებები:

თვალის - ახლომხედველობა, შორსმხედველობა, სიელმე საწყის სტადიაში, ცრემლდენა, კატარაქტას საწყისი ფორმა.

ყურის - სმენის დაქვეითება საწყის სტადიაში, ყურის შუილი, თავბრუსხვევა-მენიერის სინდრომი, სმენის ნერვის ატროფიის საწყისი პერიოდი.

ცხვირის - ყნოსვის ფუნქციის დარღვევები-შემცირება, უგრძნობლობა; რინიტი; პოლინოზი-ალერგიული რინიტი, სუნთქვის გაძნელება ძგიდის გამრუდების გამო; ჭარბი გამონადენი; სიმშრალე; ცხვირიდან პერიოდული სისხლდენა.

პირის ღრუს - გემოს შეცვლა, გემოს დაკარგვა, გლოსიტი, სტომატიტი, გინგივიტი, პაროდონტოზი და პაროდონტიტი, ლარინგიტი, ფარინგიტი.

სხვა დაავადებები - სიგარეტის დანებება; ანტიცელულიტური მკურნალობა; კუნთების კრთომა-კრუნჩხვა.

რამდენი პროცედურაა საჭირო ეფექტის მისაღებად?

სეანსების რაოდენობა დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე, მის გამოხატულებაზე (მწვავეა თუ ქრონიკული) და ორგანიზმის იმუნიტეტზე. ზოგადად, ტარდება 10-15 სეანსი.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ექიმი ასახელებს თირკმელებისთვის საშიშ პროდუქტებს

La Nacion: ჭარბი მარილი, გაზიანი სასმელები და ცხოველური ცილები შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს თირკმელებისათვის.
სრულად
ივნისის ბოლომდე საქართველოში ულტრაიისფერი გამოსხივების მაღალი რისკია მოსალოდნელია

ულტრაიისფერი გამოსხივება: როგორ დავიცვათ თავი მაღალი რისკის დღეებში.
სრულად
კონდიცირებული ოთახიდან სიცხეში უეცრად გასვლისას იზრდება სითბური დარტყმის რისკი

კონდიციონერმა შეიძლება გააუარესოს იმუნური სისტემის ფუნქციონირება.
სრულად
მთვარეული მამაკაცი სამშენებლო ამწეზე აძვრა და 126 მეტრის სიმაღლეზე გაიღვიძა

მალაიზიაში მძინარე მამაკაცი სამშენებლო ამწეზე, 126 მეტრის სიმაღლეზე ავიდა, იტყობინება SCMP.
სრულად
საჭმლის მონელების სირთულეები – როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს სიმსუბუქის შენარჩუნებაში?

ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, სიცოცხლისუნარიანობისა და ენერგიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სწორ კვებას.
სრულად
გახანგრძლივებული და  უცნობი წარმოშობის ცხელების მართვის  კლინიცისტი – ინფექციონისტი პაატა ვეფხვაძე თოდუას კლინიკის გუნდს შეუერთდა

თოდუას კლინიკის ვერის ფილიალი ინფექციური მიმართულებებით აქტიურ სეზონს სიახლით ხვდება.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

სიცოცხლის წერტილებით მკურნალობა - აკუპუნქტურა უკვე თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტშია ხელმისაწვდომი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები