საქართველოში კლინიკების ხარისხის ამაღლებისა და სერთიფიცირების შეუქცევადი პროცესი იწყება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საქართველოში კლინიკების ხარისხის ამაღლებისა და სერთიფიცირების შეუქცევადი პროცესი იწყება

ახლა უკვე ყველამ დავინახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია, კლინიკის მომსახურება პასუხობდეს საერთაშორისო მოთხოვნებს.

25 თებერვალს, 11 საათზე, იგეგმება ონლაინ კონფერენცია თემაზე: როგორ დავნერგოთ, ვმართოთ და შევინარჩუნოთ ხარისხი კლინიკებში.

გვესაუბრება კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, MCI Group-ის მმართველი პარტნიორი და ღონისძიების ფასილიტატორი მირანდა მანჯგალაძე.

- ვინ არის კლინიკების ხარისხის დანერგვის და სერთიფიცირების პროცესის ინიციატორი და ორგანიზატორი?

- MCI Group და IMS გამოვიდნენ ინიციატივით, რომ მსგავსი სერვისი შესთავაზოს კლინიკებს საქართველოში. კოვიდ-სიტუაციამ კრიტიკულად გამოავლინა კლინიკებში არსებული ზოგადი მდგომარეობა, ნაკლოვანებებიც და დადებითი მხარეებიც, ამდენად თავად გარემოებამ მოიტანა საჭიროება, რომ ხარისხი იყოს პრიორიტეტი.

ხარისხში იგულისხმება ყველაფერი:

1. პროცესების სწორი მართვა, რომელიც აადვილებს თანამშრომელთა საქმის ორგანიზებას.

2. პაციენტზე ორიენტირებული მომსახურება, რომელიც გულისხმობს, რომ მთავარი კლინიკაში არის პაციენტი და ყველა სხვა მიმდინარე პროცესი არის მისი მხარდამჭერი;

3. კლინიკის სისტემური გამართულობა, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია პარტნიორებთან თანამშრომლობის დროს.

კლინიკებში ხარისხის დანერგვის პროცესი გარდაუვალია. ჩვენ, როგორც ქვეყანა, განვითარების ეტაპზე ვართ და, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დადგებოდა ამის საჭიროება. ახლა არის სწორედ ის დრო, როცა ეს საჭიროება ქვეყანაში და ჩვენს კლინიკებში უკვე დადგა.

დღეისთვის სულ ერთი-ორი კლინიკაა საქართველოში, რომელსაც აქვს საერთაშორისო სერთიფიცირება. ინტერესი ამ პროცესისადმი ძალიან დიდია.

ჩვენს აუდიტორიას წარმოადგენენ კლინიკების დირექტორები მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ კონფერენციის ჩატარება რეალურ სივრცეში გვინდოდა, მაგრამ კოვიდ-სიტუაციის გამო ამ ეტაპზე ონლაინ-კონფერენცია დაიგეგმა. ძირითადად, მოწვეული აუდიტორია არის 150 დარეგისტრირებული სტუმარი.

სტუმრები ამ კონფერენციაზე მიიღებენ შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის ხარისხი - რას ნიშნავს ხარისხი სამედიცინო კლინიკებში;
  • როგორ ტარდება აუდიტი და კლინიკის შეფასება;
  • როგორ ხდება იმპლემენტაცია - ეტაპები, პრევენციული თუ მაკორექტირებელი ღონისძიებები.

მასერთიფიცირებელი ორგანოები, როგორიც არის ბრიტანული კომპანიები, BSI-ისა და Intertek და ფრანგული კომპანია - AB Certificazione, რომლებიც არიან გლობალური კომპანიები და აკრედიტაციას აკეთებენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ესწრებიან ამ კონფერენციას.

274255587-7057636557641421-8233155859549624116-n-1645679168.jpg

მას შემდეგ, რაც კლინიკას კონსულტაციას გაუწევენ MCI Group და IMS, სწორედ ეს მასერთიფიცირებელი ორგანოები იქნებიან გამოძახებული აუდიტის ჩასატარებლად. MCI Group და IMS კლინიკაში ატარებენ მოსამზადებელ სამუშაოებს, რომ კლინიკა მოწესრიგდეს, შედგეს რელსებზე პროცესები, ისე, როგორც საჭიროა და მერე უკვე ერთვება აუდიტორი, რომელიც ამოწმებს და იძლევა სერთიფიკატს ISO 9001-2015-ს. სერთიფიკატი სამწლიანი ვადით გაიცემა. ამ სამი წლის განმავლობაში ხორციელდება მუდმივი კონტროლი მასერთიფიცირებელი ორგანოს მიერ, რომელიც მთელ ამ პერიოდში არის პასუხისმგებელი კლინიკის ხარისხზე. სამი წლის შემდეგ თავადვე აკეთებს რესერთიფიცირებას. რადგან ვსაუბრობთ გლობალურ კომპანიებზე, შესაბამისად საუბარია ხარისხის სერიოზულ დონეზე.

ხარისხში მოიაზრება: ინვენტარი, კვადრატული მეტრობა, პალატები, დოკუმენტალური მიკვლევადობა.

ხშირად არის ისეთი შემთხვევები, რომ კლინიკები დოკუმენტალურად არ არის მოწესრიგებული და კლინიკის მიკვლევადობა გართულებულია. ამ პროცესების სწორად დალაგება არის ხარისხი, რომელიც პირდაპირ და ეფექტურად ზრდის თანამშრომელთა საქმიანობის ორგანიზებას, ეს კი ხელს უწყობს პაციენტზე ორიენტირებულ მომსახურებას და პციენტის სისტემურ უზრუნველყოფას კარგი მომსახურებით.

- კლინიკისგან რა იქნება საჭირო ხარისხის სერტიფიკატის მოსაპოვებლად? გულისხმობს თუ არა ეს გარკვეულ ფინანსურ ინვესტიციასაც?

- დიახ, ეს არის ფინანსური ინვესტიცია, რაც მოიტანს იმას, რომ კლინიკის მართვის პროცესები გაუმჯობესდება და კლინიკა ხდება უფრო მომგებიანი დროშიც და ფულშიც, ხდება იურიდიულად გამართული - ის ხდება მოწინავე კლინიკა, რომელიც პასუხობს საერთაშორისო მოთხოვნებს. დღეს ამის საჭიროება იმიტომაც დგას, რომ უკვე ხშირად გვიწევს ურთიერთობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ პარტნიორებთან სხვადასხვა სიტუაციაში. აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ხარისხზე, სისტემურ მიდგომაზე და გამართულობაზე.

- როდემდეა კონფერენციაზე მსურველთა დარეგისტრირების ვადა?

- კონფერენცია არის ღია და მსურველებს შეუძლიათ, კონფერენციის დაწყებამდე ნებისმიერ დროს დარეგისტრირდნენ და 25 თებერვალს 11 საათზე ჩაერთონ ონლაინ.

- კონფერენციას აქვს საინფორმაციო დანიშნულება, ექნებათ თუ არა მონაწილეებს უკუკავშირის შესაძლებლობა?

- დიახ, მას შემდეგ, რაც მასერთიფიცირებელი კომპანიებისგან მიიღებენ სერთიფიცირებისთვის აუცილებელი პროცედურების შესახებ ინფორმაციას, კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, პირდაპირ რეჟიმში კითხვა დაუსვან ამ კომპანიების წარმომადგენლებს და მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

- რა მოლოდინი გაქვთ, როგორ წარიმართება საქართველოში სერთიფიცირების პროცესი?

- აქტიურობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ საზოგადოება მზად არის, მსგავსი პასუხისმგებლობა აიღოს. იქნება მოწინავე კლინიკები, რომლებიც ფიქრს დაიწყებენ და გამოიჩენენ ინიციატივას ხარისხის მოსაპოვებლად და ეს უკვე გამოწვევა იქნება სხვა კლინიკებისთვისაც. შერჩევის პროცესი ბუნებრივი პროცესია და როცა რამდენიმე კომპანია გადადგამს ნაბიჯს, სერთიფიცირება უკვე გახდება ბუნებრივად სავალდებულო, ვგულისხმობ იმას, რომ მოტივაცია გაიზრდება სხვა კლინიკებისთვისაც, რათა ისინიც გახდნენ ისეთივე ხარისხის მქონენი, ისეთივე სერტიფიცირებულები, რომ გადაურჩნენ კონკურენციას.

კონფერენციის შესახებ უფრო ვრცელ ინფორმაციას გაეცნობით ლინკზე: https://www.facebook.com/events/981645762708467?ref=newsfeed

კონფერენცია გაიმართება ZOOM-ის საშუალებით.

დასასწრებ ბმულს რეგისტრაციის ფორმაში მითითებულ იმეილზე მიიღებთ. მანამდე აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია: https://bit.ly/MCIGroupevent

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 597 329 977