დინოზავრების ძვლებში უძველესი ინფექცია აღმოაჩინეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დინოზავრების ძვლებში უძველესი ინფექცია აღმოაჩინეს

აღმოაჩინეს უძველესი რესპირატორული ინფექციის კვალი. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში Scientific Reports.

კვლევის საგანი გახდა სქესობრივად უმწიფარი დიპლოდოციდის გაქვავებული ნეშთი, რომელიც წარმოადგენს დაახლოებით 150 მილონი წლის წინ მცხოვრებ, გრძელკისრიან, მსხვილ, ბალახისმჭამელ დინოზავრს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გიგანტური ხვლიკი დაავადებული იყო ასპერგილოზით, რის გამოც ხშირად იღუპებიან ფრინველები. ამასთან მას ექნებოდა გრიპის ან პნევმონიის მსგავსი სიმპტომები: წონაში კლება, ხველა, ცხელება და სუნთქვის გაძნელება.

ერთერთი მკვლევარის განცხადებით: „ინფექციის სავარაუდო სიმპტომების და დინოზავრის ხერხემლის მალების მდგომარეობის გათვალისწინებით, მას შეიძლება მხოლოდ ვუთანაგრძნოთ. ამ ხვლიკის ინფექციის აღმოჩენა, დაგვეხმარება დავაკვირდეთ წარსულში რესპირატორული დაავადებების ევოლუციას. ასევე ეს გვაძლევს დინოზავრების ტიპურ დაავადებებზე წარმოდგენას“.

ამ სახეობის დინოზავრებს აქვთ საკმაოდ გრძელი კისერი, რომელიც შედგება რამდენიმე ათეული მალისგან. მკვლევარებმა ჩაატარეს კისრის სამი მალას ანალიზი და აღმოაჩინეს უჩვეულო სტრუქტურის ანომალური ძვლოვანი წანაზარდები, რომლებიც შესაძლებელია ინფექციის საპასუხოდ ჩამოყალიბდა. ამ აღმოჩენის წყალობით, სპეციალისტებმა შეძლეს დინოზავრის დაავადების გამოვლენა.