კორონავირუსის პანდემიის დასასრული 2022 წლის ბოლოსთვის ჯანმოში დასაშვებად მიაჩნიათ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კორონავირუსის პანდემიის დასასრული 2022 წლის ბოლოსთვის ჯანმოში დასაშვებად მიაჩნიათ

რას ნიშნავს პანდემიის დასასრული? ეს იმას ნიშნავს, რომ არ იქნება დასნებოვნების შემთხვევათა მკვეთრი, ნახტომისებური მატება, მაგრამ ვირუსი არსად გაქრება - აცხადებენ ჯანმოს ექსპერტები.

მათი თქმით, დასნებოვნების დიდი რიცხვი ვირუსის მუტირების უნართან ერთად, არ იძლევა ზუსტი პროგნოზის გაკეთების საშუალებას, თუ როგორ წარიმართება სიტუაცია, თუმცა არსებობს ფრთხილი ოპტიმიზმი, რომ დიდი ტალღები დასრულდება, როდესაც ომიკრონი შემოივლის მთელს მსოფლიოს.

ჯანმო ცდილობს ზუსტი პროგნოზის გაკეთებას, როდის დასრულდება პანდემია, თუმცა სირთულე იქმნება იმის გამო, რომ სახელმწიფოები ამჟამად ცვლიან თავის სტრატეგიას ტესტირებებთნა მიმართებაში. ექსპერტები განმარტავენ, რომ ომიკრონ-შტამი ძალიან გადამდები და სწრაფად გავრცელებადია, ხოლო ზოგიერთი ქვეყანა ფინანსური და სხვა შესაძლებლობების არ ქონის გამო ვერ ახდენს თითოეული ადამიანის ტესტირებას, დიდი რაოდენობით უსიმპტომო დასნებოვნებულის არსებობის გათვალისწინებით.

დღეს არსებული სურათი სრულად არ ასახავს დასნებოვნებულთა ზუსტ რიცხვს, როგორც ეს იყო პანდემიის დასაწყისში და „დელტა“ შტამის შემთხვევაში.

ამავდროულად, ჯანმოს მთავარი მეცნიერ თანამშრომელი სუმია სვამინატი მიუთითებს, რომ კორონავირუსული ინფექციის პანდემია ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ჯანმო ელოდება ახალი შტამების გამოჩენას.

ექსპერტების აზრით, შესაძლებელია ომიკრონი არ აღმოჩნდეს კორონავირუსის ბოლო შტამი. ვირუსის გავრცელების და ახალი საშიში შტამების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა რაც შეიძლება მეტი ადამიანის ვაქცინაცია.