კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები და თრომბოზის განვითარების რისკი - ცნობილი გახდა ორი დიდი კვლევის შედეგები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები და თრომბოზის განვითარების რისკი - ცნობილი გახდა ორი დიდი კვლევის შედეგები

მას შემდეგ, რაც კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით აცრა დაიწყო, „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის შედეგად, თრომბოზის განვითარების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. შეგახსენებთ, რომ თრომბოზი- ეს არის სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნის პროცესი.

ზოგიერთ შემთხვევაში თრომბები უჩვეულო ადგილებშიც წარმოიქმნა, მაგალითად, თავის ვენაში, რასაც ხშირად თან ახლდა სისხლში თრომბოციტების დაბალი დონე. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დაფიქსირებული შემთხვევების სიმცირის გამო, მისი განზოგადება მთლიან მოსახლეობაზე მართებული არ არის.

ზოგი თრომბოზის განვითარებას, ძირითადად, ასაკს მიაწერდა და თვლიდნენ, რომ პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ ვაქცინების განაწილებისას, მთავრობამ უპირატესობა ხანდაზმული და მოხუცი ადამიანების აცრას მიანიჭა. ისინი კი უფრო მეტად არიან თრომბოზისკენ მიდრეკილები.

მეცნიერები ღელავდნენ იმ ფაქტზეც, რომ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრილები თრომბოზის განვითარების საშიშროების წინაშე მეტად იყვნენ.

სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემის მიზნით ჩატარდა ორი კვლევა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მილიონობით პაციენტის მონაცემს აერთიანებს. შედგები აჩვენებს, რომ ვაქცინაციის შედეგად იშვიათი ტიპის თრომბოზების(თავის ვენაში თრომბის წარმოქმნა) რისკი უმნიშვნელოდ მცირეა. ამასთან, არ გამოვლენილა მტკიცებულება, რომ აცრა თრომბოზის გავრცელებული ფორმების განვითარების გაზრდილ რისკთან ასოცირდება.

პირველ კვლევაში 46 მილიონი ზრდასრული ადამიანის ჯანმრთელობის ელექტრონული ჩანაწერები შეისწავლეს, რომელთაგან 21 მილიონმა ვაქცინის დოზა 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის მარტამდე მიიღო. მონაწილეთა 51% მდედრობითი სქესის წარმომადგენელი იყო, ხოლო 84% 70 წლამდე პირი.

მკვლევარებმა ერთმანეთს შეადარეს თრომბოზის განვითარების სიხშირე პირველი დოზის მიღებამდე და მიღების შემდეგ. მიღებული მონაცემები დაკორექტირდა იმ ფაქტორების გათვალისწინებითაც, რამაც შეიძლება სისხლის შედედებაზე მოახდინოს ზეგავლენა, მათ შორის: ასაკი, სქესი, ეროვნება, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მედიკამენტების მიღება და აშ.

აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, თრომბოზის განვითარების რისკი „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი დოზით აცრიდან 28 დღის განმავლობაში გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე ვაქცინაციამდე.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ ვენების თრომბოზის განვითარების რისკი 70 წლამდე ასაკის პირებში 3%-ით, ხოლო 70 წელს ზემოთ 42%-ით ნაკლები იყო. რაც შეეხება არტერიულ თრომბოზს, რისკი შემცირდა 10%-ით და 24%-ით. „ფაიზერის“ შემთხვევაში ვენების თრომბოზის რისკი 19%-ით და 43% დაბალი იყო, ხოლო არტერიული თრომბოზის 6%-ით და 28%-ით.

მკვლევარები ფიქრობენ, რომ მაჩვენებლები გაუმჯობესდა, რადგან ვაქცინამ კოვიდ19-ით ინფიცირების ალბათობა შეამცირა, რაც, თავის მხრივ, ფილტვებში თრომბის განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს.

70 წლამდე ასაკის ადამიანებში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან 28 დღეში, ინტრაკრანიალური ვენური თრომბოზების სიხშირე (თავის ვენაში თრომბოზი) და სისხლში თრომბოციტების დაბალი მაჩვენებლის გამო ჰოსპიტალიზაცია მცირე შემთხვევებში დაფიქსირდა. გარკვეული რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, ყოველი მილიონი აცრილი ადამიანში 0,9-3 შემთხვევა შეიძლება გამოვლინდეს. კოვიდ19-ის გართულების შედეგად გარდაცვალების რისკი გაცილებით მაღალია, ვიდრე ვაქცინის შემდგომ აღნიშნული გართულებისა.

კვლევამ „ასტრაზენეკას“ პირველი დოზის შემდეგ 70 წლამდე და 70 წელს ზემოთ ასაკის მქონე პაციენტებში ინტრაკრანიალური თრომბოზების რისკი ვერ გამოავლინა.

რაც შეეხება „ფაიზერის“ ვაქცინას, ვაქცინა რისკის შემცველი არ არის არც 70 წლამდე და არც 70 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვის.

მეორე კვლევაში მეცნიერებმა გამოიკვლიეს ცერებრალური ვენური სინუსის თრომბოზის (CVST)- იშვიათი დაავადების განვითარება. 2021 წელს რამდენიმე ქვეყანამ „ასტრაზენეკას“ გამოყენება გააუქმა იმის გამო, რომ შესაძლო კავშირი გამოიკვეთა CVST-სა და ვაქცინას შორის.

კვლევა მოიცავდა 11 მილიონი ადამიანის მონაცემს, რომლებსაც პირველი დოზა გაკეთებული ჰქონდათ. ამ შემთხვევაშიც ძალიან დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, 4 მილიონი ადამიანიდან 1 შემთხვევა.

ამასთან, „ასტრაზენეკას“ პირველი დოზის შემდეგ CVST-ის განვითარების რისკი ახალგაზრდებში უფრო მეტად არის მომატებული, ვიდრე ხანდაზმულებში. რაც შეეხება „ფაიზერსა და CVST შორის კავშირს, ასეთი კავშირი არ გამოვლენილა.