ამირან გამყრელიძე - შოლტი და მათრახი ყოველთვის არ მუშაობს, უკეთესია თვითშეგნება - სრულად აცრილების მაჩვენებელი 80%-ზე მეტი რომ გვქონდეს, საბჭო თავისუფლად მიიღებდა გადაწყვეტილებას, პირბადის ტარება მოხსნილიყო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ამირან გამყრელიძე - შოლტი და მათრახი ყოველთვის არ მუშაობს, უკეთესია თვითშეგნება - სრულად აცრილების მაჩვენებელი 80%-ზე მეტი რომ გვქონდეს, საბჭო თავისუფლად მიიღებდა გადაწყვეტილებას, პირბადის ტარება მოხსნილიყო

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო პირბადის ტარების ვალდებულებას მაშინ მოხსნიდა, თუ მოსახლეობის 80%- ზე მეტი იქნებოდა სრულად აცრილი, "ბუსტერი" კი 60%-ს ექნებოდა გაკეთებული.

როგორც მან აღნიშნა, კოვიდის მმართვისას მთავარია თვითშეგნება და არა შოლტი და მათრახი.

„2 წელი გახდება, რაც კოვიდთან ერთად ვცხოვრობთ. საკმაოდ რთული 2 წელი გავიარეთ. სხვადასხვა მართვის მექანიზმი გამოსცადა კაცობრიობამ. შოლტი და მათრახი ყოველთვის არ მუშაობს, უკეთესია თვითშეგნება. ჩვენი თვითშეგნება უნდა იყოს, რომ პირბადე ვატაროთ. აცრის მაჩვენებელი მაღალი არ გვაქვს. ჩვენ, რომ სრულად აცრილების მაჩვენებელი 80%-ზე მეტი გვქონდეს, ინგლისის მსგავსად 60 % იყოს "ბუსტერით" აცრილი, დღეს თავისუფლად მიიღებდა საბჭო გადაწყვეტილებას, რომ მოხსნილიყო პირბადის ტარება, გაზაფხული მოდის, თბილი ამინდები იქნება. ერთადეთი დამცველი საშუალებაა პირბადე და აცრა ",- აღნიშნავს გამყრელიძე.