დიდ ბრიტანეთში კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინით პირველი პაციენტი აიცრა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიდ ბრიტანეთში კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინით პირველი პაციენტი აიცრა

ე.წ კიბოს ვაქცინა და მკურნალობის ტაქტიკა კონკრეტულ პიროვნებაზეა მორგებული და ექიმების მიზანია კიბოს განმეორების პრევენცია.

ცდა კვლავ მიმდინარეობს, თუ ის ბოლომდე წარმატებით დასრულდა, ეს იქნება რევოლუციური სვლა კიბოს მკურნალობაში.

ბრიტანელ მამაკაცს, რომელმაც ვაქცინა გაიკეთა, 2011 წელს თავისა და კისრის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მკურნალობის მიუხედავად, დაავადებამ რეციდივი 4-ჯერ განიცადა.

2011, 2016, 2019 და 2021 წლებში პაციენტი კიბოს ებრძოდა და მან სახის ქირურგია, რეკონსტრუქცია და სხვივური თერაპია ჩაიტარა.

რადიაციულმა თერაპიამ უამრავი გვერდითი მოვლენა გამოიწვია: შარდის ბუშტის პრობლემები, თავის ტკივილი, პირის ღრუს წყლულები, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, ლიმფედემა და აშ.

ახლა ის კლინიკურ კვლევაში მონაწილეობს, სადაც ბრიტანელი მეცნიერები კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა - TG4050-ს ცდიან, რომელიც თავის და კისრის კიბოს, ასევე საკვერცხის კიბოს სამკურნალოდ გამოიყენება. ვაქცინა პაციენტის იმუნურ სისტემას „ავარჯიშებს“, რომ მან კიბოს განმეორება აიცილოს თავიდან.

მკურნალობას ატარებს ბიოტექნოლოგიური კომპანია Transgene, რომელიც საფრანეგთში არის დაფუძნებული. კიბოს ზოგიერთი ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომია, მათ შორის პაპილომავირუსის ვაქცინა. შეგახსენებთ, რომ პაპილომა ვირუსი საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწევი უმთავრესი მიზეზია.

თუმცა, უკვე არსებული ვაქცინებისგან TG4050 განსხვავებულია იმით, რომ ის ადამიანის დნმ-ზეა მორგებული. ვაქცინა პაციენტის სიმსივნური ქსოვილისგან არის შექმნილი. ამასთან, მეცნიერები ფიქრობენ, რომ მას ნაკლები გვერდითი მოვლენა ექნება, ქიმიოთერაპიასა და სხივურ თერაპიასთან შედარებით. ვაქცინის მეშვეობით, ჯანსაღი ქსოვილები და უჯრედები „ზეწოლის“ და დაზიანების ქვეშ აღარ იქნებიან.

კიბოს უჯრედების გამრავლება იმუნური სისტემის ერთგვარი წარუმატებლობაა, ვინაიდან ის ვერ ახერხებს სიმსივნური უჯრედების დროულ იდენტიფიცირებასა და მის განადგურებას. ახალი ვაქცინა კიდევ უფრო აძლიერებს იმუნურ სისტემას, ასწავლის ძნელად ამოცნობადი კიბოს უჯრედების ამოცნობას და განადგურებას. მისი სამიზნე ნეოანტიგენებია, რომლებსაც მხოლოდ ავთვისებიანი უჯრედების ზედაპირზე ვხვდებით, თუმცა პრობლემა არის ის, რომ სიმსივნის ზრდასთან ერთად დნმ-ის მუტაციის შედეგად ნეოანტიგენების რიცხვი და რაოდნეობა იზრდება. ამიტომ, ერთდროულად რთულია ყველა ნეოანტიგენის მოგერიება, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით კი პრიორიტეტი ენიჭება კონკრეტულ ნეოანტიგენს.

ასე რომ, აღნიშნული ვაქცინა ნამდვილად მოასწავებს რაღაც სერიოზულ ცვლილებას კიბოს მკურნალობაში. ახლა უნდა დაველოდოთ კლინიკური კვლევის წარმატებით დასრულებას.