"უკვე დამტკიცებულია... ბავშვებში "ომიკრონის" დროს მკვეთრად შემცირებულია პოლისისტემური ანთებითი სინდრომი და პნევმონიის რისკი" - ეკა უბერი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"უკვე დამტკიცებულია... ბავშვებში "ომიკრონის" დროს მკვეთრად შემცირებულია პოლისისტემური ანთებითი სინდრომი და პნევმონიის რისკი" - ეკა უბერი

რომ ბავ­შვებ­ში „ომიკ­რო­ნის" შემ­თხვე­ვა­ში მკვეთ­რად შემ­ცი­რე­ბუ­ლია პო­ლი­სის­ტე­მუ­რი ან­თე­ბი­თი სინ­დრო­მი და პნევ­მო­ნი­ის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი, - ამის შე­სა­ხებ პე­დი­ატრმა ეკა უბერ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ბავ­შვებ­ში "ომიკ­რო­ნის“ უფრო მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია თან­და­ყო­ლი­ლი იმუ­ნუ­რი სტა­ტუ­სით და ვაქ­ცი­ნე­ბის ეფექ­ტით, რო­მე­ლიც 2 თვის ასა­კი­დან გეგ­მუ­რად ტარ­დე­ბა.

"კი ბა­ტო­ნო, ვე­თან­ხმე­ბი მშო­ბელს, რომ ნამ­დვი­ლად მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით მი­დის "ომიკ­რო­ნი", მაგ­რამ სწრა­ფად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა სი­ცხის დამ­წევს. 2-3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა ეს სის­ტე­მუ­რი რე­აქ­ცია, რო­მე­ლიც შემ­დგომ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია, ხვე­ლით, მსუ­ბუ­ქი სპაზ­მუ­რი ხვე­ლით გარ­თულ­დეს, სულ ეს არის რო­გორც წესი ჯან­მრთელ ბავ­შვებ­ში "ომიკ­რო­ნის" მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა, უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში.

რა თქმა უნდა, არის გარ­თუ­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ არა უფრო ხში­რად, ვიდ­რე „დელ­ტა“ შტა­მის შემ­თხვე­ვა­ში.

გარ­თუ­ლე­ბის მი­ზე­ზად ისევ და ისევ რჩე­ბა თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის და­ზი­ა­ნე­ბით მიმ­დი­ნა­რე მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი, რაც რა თქმა უნდა, არ­თუ­ლებს და ზრდის სტა­ცი­ო­ნარ­ში მოხ­ვედ­რის რისკს ბავ­შვთა შემ­თხვე­ვა­ში. რაც უფრო მა­ღა­ლია ასა­კი ბავ­შვის, მით უფრო მე­ტია რის­კი. რა­ტომ გა­და­აქვთ ბავ­შვებს შე­და­რე­ბით უფრო მსუ­ბუ­ქად? სა­უ­ბა­რია თან­და­ყო­ლილ იმუ­ნურ სტა­ტუს­ზე და იმ ვაქ­ცი­ნა­ცი­ე­ბის ეფექ­ტზე, რო­მე­ლიც ჩვე­უ­ლებ­რივ გეგ­მუ­რად ტარ­დე­ბა 2 თვის ასა­კი­დან ბავ­შვებ­ში და სა­უ­ბა­რია ისევ და ისევ ჯვა­რე­დინ რე­აქ­ცი­ა­ზე, რო­მელ­მაც შე­საძ­ლე­ბე­ლია დამ­ცვე­ლო­ბი­თი რე­აქ­ცი­ის სა­ხით იმუ­შა­ოს "ომიკ­რო­ნის" შემ­თხვე­ვა­შიც“, - გა­ნა­ცხა­და ეკა უბერ­მა.

წაიკითხეთ სრულად