რამდენად ეფექტურია ვიაგრა დემეცნიის საპროფილაქტიკოდ - კვლევის შედეგები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რამდენად ეფექტურია ვიაგრა დემეცნიის საპროფილაქტიკოდ - კვლევის შედეგები

ვასკულარული დემენციის დროს თავის ტვინში დარღვეულია სისხლის მიმოქცევა, რის გამოც კოგნიტური უნარ-ჩვევების დაქვეითება და მეხსიერების პრობლემები ვითარდება.

ერექციული დისფუნქციის სამკურნალო მედიკამენტები მამაკაცის სასქესო ორგანოში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ამარაგებს მას სისხლის ნაკადით. მეცნიერებმა კლინიკური კვლევისას გამოსცადეს, შეეძლო თუ არა აღნიშნულ მედიკამენტებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებსაც თავის ტვინის არტერიების შევიწროება ან ვასკულარული დემენციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ.

კვლევის მონაწილეებს ერთკვირიანი ინტერვალით ორი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) ჩაუტარდათ. თავის ტვინის სკანირება ჩატარდა ერექციული დისფუნქციის სამკურნალო მედიკამენტის მიღებისას. პაციენტებმა მიიღეს ტადალაფილის აბი, 20 მილიგრამიანი დოზა. მეორე სკანირება კი მათ პლაცებოს მიღებისას ჩაუტარდათ.

MRI-ზე თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება დიდად არ აღინიშნა, თუმცა 70 წელზე უფროსი ასაკის მონაწილეების შემთხვევა განსხვავებული იყო. მათ თავის ტვინის თეთრ ნივთიერებაში, რომელიც ვასკულარული დემენციის განვითარებაში მონაწილეობს, სისხლის ნაკადის მიმოქცევა გაუმჯობესდათ.

როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, მედიკამენტის ერთჯერადი მიღება ნაკლებად ეფექტურია, თუმცა არ გამორიცხანებ, რომ გრძელვადიანი მკურნალობა შედეგიანი იყოს, რისთვისაც დამატებითი კვლევები არის საჭირო.

არსებობს რამდენიმე წინა კვლევაც, რომლის შედგებიც აჩვენებს, რომ ერექციის სამკურნალო პრეპარატები დემენციის საპროფილაქტიკოდ ეფექტურია. მაგალითად, 2021 წელს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის თანახმად, პაციენტები, რომლებიც ვიაგრას (სილდენაფილს) ღებულობდნენ, ალცჰაიმერის დაავადების განვითრების რისკი 69%-ით ნაკლები ჰქონდათ. 2020 წელს გამოქვეყნებული კვლევითი მიმოხილვისას კი აღნიშნული იყო, რომ სილდენაფილი ნერვული ქსოვილების ზრდასთან და ნაკლებ ანთებასთან იყო დაკავშირებული, რაც დემენციის განვითარების ნაკლებ შანსთანაც ასოცირდება.