თამარ გაბუნია - 5-დან 12 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვის „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდებაზე მიდის მუშაობა და დაახლოებით მეორე კვარტლის დასაწყისიდან იქნება ხელმისაწვდომი ეს ვაქცინა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თამარ გაბუნია - 5-დან 12 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვის „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდებაზე მიდის მუშაობა და დაახლოებით მეორე კვარტლის დასაწყისიდან იქნება ხელმისაწვდომი ეს ვაქცინა

მალევე, დაახლოებით მეორე კვარტლის დასაწყისიდან იქნება ხელმისაწვდომი ეს ვაქცინაც ქვეყანაში,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

ამასთან, გაბუნიას ინფორმაციით, მუშაობა მიმდინარეობს „ფაიზერის“ წარმოების სამკურნალო მედიკამენტის შემოტანაზე.

„კოვიდის სამკურნალოდ ამ პირობებში დღეს ყველაზე დიდი აქცენტი კეთდება "პაქსლოვიდზე", რომელიც არის "ფაიზერის" წარმოებული მედიკამენტი, ჩვენ ვაწარმოებთ ამ მიმართულებით მუშაობას. დეტალების დაზუსტება მე დღეს კონტრაქტული ვალდებულებიდან გამომდინარე არ შემიძლია, თუმცა, მოკლე ხანში შევძლებთ დაზუსტებას, თუ როდის შემოვა მედიკამენტი ქვეყანაში,"- განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვან პრიორიტეტად კვლავ რჩება ვაქცინაციის პროგრამით მოსახლეობის მოცვა, რომელიც ამ ეტაპზე, სავარაუდოდ, „ომიკრონის“ მაღალი გავრცელების პირობებში შენელებულია.

"გამოწვევა კვლავაც რჩება ის, რომ „ომიკრონის“ ტალღა, რომელიც დასრულდება, შემდეგ იყოს ჩვენთვის სტაბილიზაციის პერიოდის დასაწყისი და აღარ დავდგეთ ისევ ახალი გამოწვევების წინაშე. ამისთვის მთავარი, კრიტიკული პროცესი არის ვაქცინაციის პროგრამა, რომელიც ამ ეტაპზე შედარებით შენელებულია, რაც შესაძლოა, აიხსნას „ომიკრონის“ ძალიან აქტიური გავრცელებით, ბევრი ადამიანი მიმდინარე პერიოდში დაინფიცირდა და შესაძლოა, მათ ამის გამო შეცვალეს გადაწყვეტილება ვაქცინაციის თაობაზე, თუმცა, სამომავლოდ ვაქცინაციის პროგრამა რჩება ისევ მთავარი პრიორიტეტად. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა, განსაკუთრებით ასაკოვანი პირები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები აიცრან, აიცრან „ბუსტერ“ დოზითაც და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება,"- განაცხადა გაბუნიამ.