შეუძლია თუ არა კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს, ასწავლოს T უჯრედებს ომიკრონის ამოცნობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შეუძლია თუ არა კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს, ასწავლოს T უჯრედებს ომიკრონის ამოცნობა

ინფექციური დაავადებებისა და კოვიდ19-ით ინფიცირებისას მნიშვნელოვანია, როგორც ანტისხეულები, ასევე T უჯრედები. ანტისხეულები ვირუსს ცნობენ და გვიცავენ მანამ, სანამ დავინფიცირდებით, ხოლო T უჯრედები უკვე დავირუსებული უჯრედების განადგურებაზე არიან პასუხისმგებელნი.

როგორც ბოლო კვლევისას აღმოჩნდა, კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ორგანიზმს აიძულებს ხანგრძლივი მოქმედების T უჯრედების გამომუშავებას და ისინი ერთიანად ეფექტურია კოვიდ19-ის სხვადასხვა შტამის საწინააღმდეგოდ.

კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი აღნიშნავს, რომ იმუნური რეაქციების შესწავლა პანდემიის დაწყებისთანავე დაიწყეს, მათი კვლევის შედგები კი მოიცავს, როგორც ინფიცირებულებს, ასევე ვაქცინირებულ პირებს.

კოვიდ19-ის ვარიანტები (ახალი შტამები) ანტისხეულების გასანეიტალებლად ნაკლებად მგრძნობიარენი არიან. ამასთან, ვაქცინების ეფექტურობა სხვადასხვა შტამების მიმართ კლებულობს და უფრო სუსტია, თუმცა არ უნდა დაგვავწყდეს, რომ ვაქცინები კვლავ ეფექტურია იმ მხრივ, რომ ისინი გართულებებისა და ჰოსპიტალიზაციისაგან გვიცავენ.

მკვლევარებს აინტერესებდათ თუ შეეძლო არსებულ ვაქცინებს ომიკრონის ამომცნობი T უჯრედების გამომუშავება. ფაქტია, რომ T უჯრდების არსებობა, ჯერ კიდევ არ გამორიცხავს ვაქცინების ეფექტურობას.

ახალ კვლევაში 96 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებსაც Pfizer-BioNTech, Moderna, Johnson & Johnson, ან Novavax- აღნიშნული ვაქცინებიდან ერთ-ერთი ჰქონდათ გაკეთებული.

მათ სისხლის ნიმუშები აუღეს:

  • პირველი დოზის მიღებიდან 2 კვირის შემდეგ;
  • მეორე დოზის მიღებიდან 2 კვირის შემდეგ;
  • ბოლო დოზის მიღებიდან 3,5 თვის შემდეგ;
  • ბოლო დოზის მიღებიდან 5-6 თვის შემდეგ.

საკონტროლო ჯგუფს კი წარმოადგენდნენ ადამიანები, რომლებსაც მსუბუქად ჰქონდათ კორონავირუსული ინფექცია და გამოჯანმრთელდნენ.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ვაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ T უჯრედების უმრავლესობას ომიკრონის შტამის ამოცნობა და განადგურება შეეძლო. ამასთან, T უჯრდები ერთიანად ეფექტური აღმოჩნდა განურჩევლად ვაქცინისა და კოვიდ19-ის ვარიანტისა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ B უჯრდების აქტიობა მნიშვნელოვნად იყო დაქვეითებული, ასევე ანტისხეულების განეიტრალებაც.

ასე რომ, აუცილებელია ავიცრათ, მნიშვნელოვანია ბუსტერ დოზის გაკეთებაც, ვინაიდან დღეს არსებული ვაქცინები კვლავ ეფექტურია, მათ შორის ომიკრონის შტამის მიმართაც. რაც მთავარია, აცრა გართულებებისა და ჰოსპიტალიზაციისაგან გვიცავს.