რა არის კორონავირუსის პანდემიის ძირითადი თავისებურება
როგორც ისტორია გვიჩვენებს, ყვავილის ლიკვიდაცია მოხერხდა ეფექტური ვაქცინით, პოლიომიელიტის ეპიდემია მთელს მსოფლიოში შეჩერდა ცოცხალი სამვალენტიანი ინექციით, რომელმაც დაავადებისგან სრულად დაცვა უზრუნველყო.
COVID-19-ის შემთხვევაში რამდენადმე განსხვავებულია ფაქტორების ერთობლიობა - აცრა და შექმნილი კოლექტიური იმუნიტეტი.
კორონავირუსის ახალი, სხვადასხვა შტამის გამოჩენა ჯერ კიდევ გრძელდება, რის შემდეგადაც საზოგადოებაში ჩნდება ჯგუფური, კოლექტიური იმუნიტეტი, რომელიც ვაქცინასთან ერთად უზრუნველყოფს ინფექციის დომინანტი ვარიანტებისაგან დაცვას.
როგორც სპეციალისტები აცხადებენ, დღევანდელი პანდემიის მსგავსი კაცობრიობის არსებობის განმავლობაში არ ყოფილა.