თამარ გაბუნია - კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტებიდან მოწინავე პოზიცია „ფაიზერის“ მიერ წარმოებულ „პაქსლოვიდს“ აქვს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თამარ გაბუნია - კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტებიდან მოწინავე პოზიცია „ფაიზერის“ მიერ წარმოებულ „პაქსლოვიდს“ აქვს

კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტებიდან მოწინავე პოზიცია „ფაიზერის“ მიერ წარმოებულ „პაქსლოვიდს“ აქვს. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მისი შემოტანის საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

„რაც შეეხება კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტებს, ყველაზე მოწინავე პოზიცია აქვს „ფაიზერის“ მიერ წარმოებულ „პაქსლოვიდს“, ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მუშაობა. ხელშეკრულების გაუთქმელობის პირობებიდან გამომდინარე, ყველა დეტალის საჯაროდ დასახელება, ვიდრე არ დასრულდება ეს პროცესი, არ შეგვიძლია, თუმცა, მალე გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ მოწოდების ვადების შესახებ მოსახლეობისთვის ცნობილი გახდეს. ეს პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს“, - განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება კითხვას, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა უშუალოდ „ომიკრონის“ შტამით, თამარ გაბუნიამ უპასუხა, რომ ამის დიფერენცირება ძნელია.

როგორც მან განმარტა, „ომიკრონის“ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები ერთეულია.

„ომიკრონის“ შტამი იანვრის თვიდან აქტიურ ცირკულაციაში გვაქვს. დიფერენცირება, თუ რამდენი იყო „ომიკრონთან“ დაკავშირებული გარდაცვალება და რამდენი „დელტას“ შტამთან, ძალიან რთულია, რადგან „ომიკრონის“ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები ერთეული გვაქვს“, - განაცხადა გაბუნიამ.