თამარ გაბუნია - მოქალაქეების დიდი ნაწილი „ომიკრონით“ ინფიცირებულია და თუ მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ "ბუსტერ“ დოზა გაეკეთებინათ, ეს პროცესი გადავადდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თამარ გაბუნია - მოქალაქეების დიდი ნაწილი „ომიკრონით“ ინფიცირებულია და თუ მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ "ბუსტერ“ დოზა გაეკეთებინათ, ეს პროცესი გადავადდა

საქართველოში "ომიკრონის" ტალღის ჩავლის შემდეგ, სავარაუდოდ, ვაქცინაციის ტემპი გაიზრდება.

მინისტრის მოადგილის თქმით, ბოლო პერიოდში ვაქცინაციის ტემპი დაბალია. ამის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი კი გაზრდილი ინფიცირების მაჩვენებელიცაა, ვინაიდან იმ ადამიანების ვაქცინაცია გადავადდა, ვისაც აცრის გაკეთება სურდათ და "ომიკრონით" დაინფიცირდნენ.

"ვაქცინების ათვისება ბოლო პერიოდში არის დაბალი. ესეც "ომიკრონის" მიმდინარეობის პირობებში შესაძლოა იმით აიხსნას, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი ინფიცირებულია და მათ თუ გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ გაეკეთებინათ ან "ბუსტერ“ დოზა ან დაეწყოთ ვაქცინაციის პროცესი, ეს გადავადდა. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ "ომიკრონის" ტალღის ჩავლის შემდეგ კვლავაც იქნება აღმავალი ახალი ეტაპი ვაქცინაციის პროცესში, რადგან ვაქცინაციის მნიშვნელობა ჰოსპიტალიზაციის და ლეტალობის თავიდან აცილების კუთხით მნიშვნელოვანია, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა "ომიკრონის" ტალღის მიმდინარეობისას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების კუთხით მნიშვნელოვანია, რომ საინფორმაციო კამპანია პოზიტიურ მესიჯებზე და ვაქცინაციის სარგებელზე იყოს აგებული.

"რაც შეეხება საინფორმაციო კამპანიას და ანტივაქსერული მოძრაობის დაპირისპირებას - აქ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხაზი, რომელსაც მედია, სამთავრობო უწყებები, არასამთავრობო სექტორი გაატარებს, იყოს ერთიანი და პოზიტიურ მესიჯებზე აწყობილი. მუდმივად საუბარი იმაზე, რომ რაღაცას ვადა გაუვიდა, რაღაცა გაფუჭდა, ეს ვაქცინაციის კამპანიისთვის არანაირად არ არის მომგებიანი. მთავარია კამპანია აწყობილი იყოს იმ სიკეთეზე და სარგებელზე, რაც ვაქცინას მოაქვს. რაც შეეხება ლოჯისტიკურ საკითხებს ამასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები მუშაობს. ამდენად ვაქცინაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, გაბუნიამ ისაუბრა იმაზე თუ რა გაითვალისწინა ზოგიერთმა ქვეყანამ „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით. მისი თქმით, რეგულაციების სწრაფი ცვლა რთულია, როგორც ადმინისტრირების კუთხით, ასევე დანერგვის და ეფექტურობის თვალსაზრისით.

„ამ ეტაპზე "მწვანე საშვების" შეჩერების გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმ ფაქტორების გათვალისწინეთ, რაც უკავშირდება "ომიკრონის" სწრაფ გავრცელებას, რეინფიცირების მაღალ რისკებს. რა თქმა უნდა, ზოგიერთმა ქვეყანამ გაითვალისწინა "ბუსტერ“ დოზების ინტეგრირება "მწვანე პასპორტში", თუმცა ჩვენს შემთხვევაში, ამ ეტაპზე კიდევ დამატებითი ახალი რეგულაციის შემოტანა, რომლის ადმინისტრირება შესაძლოა ვერ მოხდებოდა იმ წარმატებით, რომელიც დადებით ზეგავლენას მოახდენდა ეპიდემიის მიმდინარეობაზე, ჯერჯერობით მიზანშეწონილად არ ჩაითვალა. მუდმივად იცვლება "ომიკრონის" პირობებში რეგულაციები, ამდენად ასეთი სწრაფი ცვლა რთულია, როგორც ადმინისტრირების კუთხით, ასევე დანერგვის და ეფექტურობის თვალსაზრისით დასაბუთება ძნელია.

"ბუსტერ“ დოზა მნიშვნელოვანია და მთავრობამ წახალისების მექანიზმი აამოქმედა სწორედ ამ მიზნებისთვის 50 წელს ზემოთ მოქალაქეებში, რომ "ბუსტერ“ დოზის წახალისება მოხდეს დადებითი მოტივების საფუძველზე", - განაცხადა გაბუნიამ.