ამირან გამყრელიძე - გადავდივართ „ომიკრონის“ ტალღის პიკს და ვფიქრობთ, რომ ამ კვირის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობის კლება უნდა გვქონდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ამირან გამყრელიძე - გადავდივართ „ომიკრონის“ ტალღის პიკს და ვფიქრობთ, რომ ამ კვირის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობის კლება უნდა გვქონდეს

რომ ამ კვირის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობის კლება უნდა გვქონდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების 95% „ომიკრონის“ შტამია და „დელტა“ ან სხვა შტამები ერთეულ შემთხვევაში გვხვდება.

„ბოლო დღეების ეპიდსიტუაციის მაჩვენებლები - განსაკუთრებით რეპროდუქციის ინდექსი, ასევე ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე და სხვა დადებითობის მაჩვენებლები იკლებს. ყოველივე ეს მიუთითებს, რომ ჩვენ გადავდივართ „ომიკრონის“ ტალღის პიკს და ვფიქრობთ, რომ ამ კვირის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობის კლება უნდა გვქონდეს. თუმცა, შესაძლებელია ეს გახანგრძლივდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რამდენიმე მიზეზის გამო. დღეს ქვეყანაში 95% "ომიკრონია", ერთეულ შემთხვევებში გვაქვს "დელტა", ან სხვა შტამები. "ომიკრონის ქვეშტამებიდან დომინანტურია მისი მეორე შტამი - BA 2, ის შედარებით მეტი გადამდებლობით ხასიათდება, მაგრამ აგრესიულობა მომატებული არ არის. ზოგადად, "ომიკრონისთვის დამახასიათებელ თვისებად გამოვლინდა, რომ კლინიკურად შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, მაგრამ რადგან მოკლე პერიოდში დიდი რაოდენობით ადამიანების ინფიცირება ხდება, ამას კუმულაციური ეფექტი აქვს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.