რა ახასიათებს ლაქტოზის აუტანლობას და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ახასიათებს ლაქტოზის აუტანლობას და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება

რა არის ლაქტოზა, სად გვხვდება იგი და რა შემთხვევაში უნდა ვერიდოთ ლაქტოზის შემცველ საკვებს?

გავრცელებული მითის მიხედვით საჭმლის მომნელებელი სისტემის დისკომფორტთან დაკავშირებული ზემოთმოხსენიებული ნიშნები რძის შემცველი პროდუქტების მიღებისას მხოლოდ ბავშვებს ემართებათ. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით კი ამ ნიშნებით ლაქტოზის მიღებისას ბავშვებზე დიდი ჯგუფი სწორედ მოზრდილ ასაკშია.

280x300-1-1644828724.jpg

ის რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ლაქტოზის შესახებ - ლაქტოზა ნებისმიერი ცხოველური რძის აუცილებელი შემადგენელი კომპონენტია. ლაქტოზა იგივე რძის შაქარია, რომლის გადამუშავებასაც ფერმენტი ლაქტაზა უზრუნველყოფს. აღმოჩნდა, რომ პოპულაციის გარკვეულ ჯგუფებში სხვადასხვა ასაკში შესაძლოა ამ ფერმენტის უკმარისობა არსებობდეს. ლაქტაზას უკმარისობა ან არარსებობა ჯაჭვურად იწვევს ჯერ ლაქტოზის და შესაბამისად, რძისა და მისი ნაწარმის აუტანლობას. ნიშანდობლივია, რომ ფარმაცევტული ინდუსტრიის განვითარების მიუხედავად ლაქტოზის აუტანლობის მკურნალობის გზები მედიკამენტების მეშვეობით დღემდე არ არსებობს.

345x345-1644828801.jpg

კიდევ ერთი კითხვა - რა ასაკში შეიძლება გამოვლინდეს ლაქტოზის აუტანლობა?

  • აღმოჩნდა , რომ ამ ვერაგ სინდრომს ნებისმიერ ასაკში ვხვდებით. ბავშვთა ასაკში იგი ყველაზე ხშირი დღენაკლ ბავშვებშია. ბავშვთა მეორე ჯგუფში ლაქტოზის აუტანლობა გენეტიკითაა განპირობებული. მესამე შემთხვევაში კი კუჭ-ნაწლავის ნებისმიერი ანთებითი დაავადება, ისევე როგორც გენეტიკური პათოლოგიები მეორადად იწვევენ ლაქტოზის აუტანლობას.
  • მითი იმის შესახებ, რომ ლაქტოზის აუტანლობა მოზრდილებში ნაკლებ პროცენტშია მცდარია. აღმოჩნდა, რომ ასაკის მატებასთან ერთად ფერმენტ ლაქტაზას გამომუშავება სულ უფრო მცირდება. გარდა ამისა კუჭ-ნაწლავის ანთებითი დაავადებები, რომლებიც მეორადად იწვევენ ლაქტოზის აუტანლობას, ქართული კვების რაციონიდან გამომდინარე მოზრდილ ასაკში უფრო დიდია.

დილემა - უარი ვთქვათ ცხოველური წარმოშობის რძეზე და ამოვიღოთ იგი ჩვენი კვების რაციონიდან ერთი მარტივი ტექნოლოგიის წყალობით დღეს სრულიად გადაჭრილია. დავიწყოთ იმით, რომ ბავშვთა ასაკში ცხოველური რძის სრულად ამოღება თითქმის შეუძლებელია, რადგან ბავშვი ამ პროდუქტით იღებს ყველა საჭირო მიკროელემენტსა და ვიტამინს. გარდა ამისა რძე ამ ასაკში ერთ-ერთ ძირითად საკვებს წარმოადგენს.... ან რატომ ვთქვათ უარი მოზრდილ ასაკში თუნდაც ისეთ საყვარელ სასმელზე როგორიც „ლატე“ ან „კაპუჩინოა“, როდესაც უკვე შესაძლებელია ლაქტოზის ისეთ მონოსაქარიდებად დაშლა, რომელიც სრულად ანთავისუფლებს რძეს ლაქტოზისგან. სამაგიეროდ ამავე უნიკალური ტექნოლოგიის წყალობით შეგვიძლია ორგანიზმს მივაწოდოთ ყველა ის სეკეთე, რომელსაც ადამიანი ცხოველური რძის საშუალებით იღებს.

image-9-1644828828.jpg

დახვეწილი ტექნოლოგიების ერაში დღეს უკვე ქართულ ბაზარზეც შეგვიძლია ვიპოვოთ რძის პროდუქტები, რომლებიც არ შეიცავენ ლაქტოზას და სრულად ავიცილოთ თავიდან ლაქტოზის აუტანლობასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა ისე, რომ მივიღოთ ცილები, კალციუმი და ყველა ის მიკროელემენტი რომლებითაც ნატურალური , ცხოველური წარმოშობის რძის წყალობით ვავსებთ ორგანიზმს.

R