აშშ-ს მენიერებმა ლოკდაუნის უსარგებლობაზე განაცხადეს
ლოკდაუნის ეფექტურობასთან დაკავშირებული მტკიცებულება. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კარანტინისა და თვითიზოლაციის ეფექტურობაზე ჩატარებული კვლევის შედეგების მეტაანალიზის საფუძველზე.
შედეგები გამოქვეყნდა Studies of Applied Economics-ში.
სპეციალისტებმა ჩაატარეს არსებული სამეცნიერო ლიტერატურის სისტემური მიმოხილვა და სტატიკური ანალიზი, რომელიც პოტენციურად დაამტკიცებდა იმას, რომ ლოკდაუნი აქვეითებს COVID-19-ით გარდაცვალებას.
მეცნიერებმა გაარჩიეს 20 ათასამდე კვლევა და მხოლოდ 24 მათგანი მიესადაგებოდა მეტაანალიზში ჩართვას. ისინი სამ ჯგუფად დაყვეს: კვლევა ლოკდაუნის ეფექტუროაბაზე მისი სიმკაცრის მიხედვით, კვლევა თვითიზოლაციის რეჟიმზე და სპეციალური კვლევა იძულებით შეზღუდვებზე.
შედეგებმა აჩვენა, რომ თითოეული ამ სამი ჯგუფიდან ვერც ერთი ადასტურებს, რომ ბლიკირებამ მნიშვენლოვნად იმოქმედა COVID-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელზე. ევროპაში და ა.შ.შ-ში ლოკდაუნმა სიკვდილიანობა შეამცირდა 0,2%-ით საშუალოდ, ხოლო თვითიზოლაციის რეჟიმმა სიკვდილიანობა 2,9%-ით შეამცირა.
კვლევის ავტორების აზრით, ბლიკირებამ უარყოფითი გავლენა არ იქონია მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, თუმცა მოიტანა უზარმაზარი ეკონომიკური და სოციალური დანახარჯი. ამიტომ ბლოკირების პოლიტიკა უსაფუძვლოა და უარყოფილი უნდა იქნას.