ჩვენთან, ამჯერად, ძირითადად, აუცრელი პაციენტები მკურნალობენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჩვენთან, ამჯერად, ძირითადად, აუცრელი პაციენტები მკურნალობენ

კოვიდთან ბრძოლის პროცესში ვირუსის დაფიქსირების დღიდან ჩავერთე. არასდროს დამავიწყდება პირველი პაციენტი, ჩვენი თანამშრომელი ქალბატონი, რომლის პალატის კარიც, კოვიდინფექციის მართვის თვალსაზრისით, ჯერ კიდევ გამოუცდელმა, დიდი სიფრთხილით შევაღე. ყველაფერი მაშინ დალაგდა, როდესაც პაციენტთან საუბარი დავიწყე: მომეხსნა დაძაბულობა, მიზნად დავისახე მძიმე პაციენტების მრავალწლიანი მკურნალობის გამოცდილება გამომეყენებინა და ჩემი პირველი კოვიდპაციენტი ფეხზე მალე დამეყენებინა. მიზანი გამართლდა და ჩვენი მედპერსონალის შრომაც დაფასდა, პაციენტი გამოჯანმრთელებული გავუშვით სახლში. ახლაც მახსოვს მისი ბედნიერი და მადლიერებით სავსე გამომეტყველება. ეს ის დიდი სტიმულია, რომელიც ჩვენ, ექიმებს, იმის ძალასა და ენერგიას გვაძლევს, რომ, ინფექციასთან ბრძოლის პროცესში, ყოველთვის მედგრად ვიდგეთ!

კოვიდპაციენტების რაოდენობა გაიზარდა და ჩვენი დღის წესრიგიც დამძიმდა. მოიმატა ლეტალურმა შემთხვევებმაც და ემოციურმა ფაქტორმაც. გაჩნდა ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დეფიციტი, სიფრთხილე და ფარული შიში, გაურკვეველი მოლოდინი – რა იქნება ხვალ?! პანდემიის დროს, როდესაც გზები ჩაიკეტა, ტრანსპორტი შეიზღუდა და პაციენტების ოჯახის წევრებისთვის მოსვლა შეუძლებელი გახდა, მათზე ყოველგვარი ზრუნვა საკუთარ თავზე ავიღეთ. მართალია, კოვიდპაციენტებს საკვებით სახელმწიფო უზრუნველყოფდა, მაგრამ ვცდილობდით ჩვენც შევხიდებოდით და ის, რისი გადაცემაც ოჯახის წევრებს უნდოდათ, პაციენტებთან ჩვენ მიგვქონდა. სამწუხაროდ, ვირუსს ვერც მე და ჩემი ოჯახის წევრები ვერ გადავურჩით. იმ დროისთვის, ვაქცინა ჯერ არ იყო შემოსული, ამიტომ სტაციონარში ვმკურნალობდი. მაშინ, კიდევ უფრო მეტად დავაფასე სამედიცინო პერსონალის შრომა, ის, თუ რამდენად დიდი ძალა ჰქონია მათ თბილ და დადებით დამოკიდებულებას. ჩვენს პროფესიაში ყველაზე რთული პაციენტის ოჯახის წევრებთან ურთიერთობაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც არცთუ ისე სასიამოვნო ინფორმაციის მიწოდება გიწევს... როდესაც პაციენტი მძიმეა, პასუხობ ყველა მის შეკითხვას, მაგრამ, ზოგჯერ, გამამხნევებელი პასუხი არ გაქვს... რეანიმაციული პაციენტის მდგომარეობა ყოველთვის კრიტიკულია და, ასეთ დროს, იმ მცირეოდენ შანსს ებღაუჭები, რომელმაც შეიძლება მძიმე პაციენტი ლეტალობისგან იხსნას. არასდროს დამავიწყდება ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მევედრებოდა – „გადამარჩინე, ახალდაბადებული შვილი მყავს და მინდა ღირსეულად აღვზარდოო“ – სამწუხაროდ, ამ მძიმე ბრძოლაში, დავმარცხდით, მისი გადარჩენა, დამძიმებული ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა.

ექიმის სიტყვას ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს პაციენტისთვის, რადგან, როდესაც აიმედებ, არწმუნებ რომ კარგად იქნება, ასეთი სიტყვების შემდეგ, ხშირად, მისი მდგომარეობა მართლაც უმჯობესდება. თითქოს, გაორმაგებული ძალებით ებრძვის დაავადებას და მკურნალობის პროცესში გეხმარება. ამ დაპირისპირების დროს, ექიმიც და პაციენტიც „თანაბრად გამარჯვებული მებრძოლნი“ არიან. ასეთი პაციენტები მეხსიერებას დიდხანს რჩებიან, არც გავიწყებენ თავს, დღესასწაულებს გილოცავენ და მადლიერებით სავსე სიტყვებით ხშირად გკითხულობენ.

და, ბოლოს, მაშინ, როდესაც, ამ მძიმე ორთაბრძოლის პროცესში, მთავარი იარაღი გამოგვიჩნდა, ყველამ ერთად უნდა გამოვიყენოთ, ავიცრათ და ვიხსნათ სიცოცხლე... ერთად გავუმკლავდეთ! დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ვაქცინამ მნიშვნელოვნად შეამცირა მძიმე ავადმყოფების რაოდენობა. ჩვენთან, ამჯერად, ძირითადად, აუცრელი პაციენტები მკურნალობენ.

„ერთად გავუმკლავდეთ“ - ამ მოწოდების გარშემო გაერთიანდნენ პანდემიასთან შერკინების წინა ხაზზე მებრძოლი ადამიანები, რომელთაც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო წარმოგიდგენთ. „კოვიდთან მებრძოლები“ და მათი მონათხრობი - ესაა ნამდვილი ისტორიები, რომლებიც უხილავ მტერთან ბრძოლისა და თავდადების ამბავს ასახავს. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს პროექტი - „ერთად გავუმკლავდეთ“ - კოვიდვაქცინაციის პოპულარიზაციასა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას ემსახურება.

#ერთადგავუმკლავდეთ

#ჯეს #ძლიერიჯანდაცვისთვის

#ვაქცინაგვიცავს

#ავიცრათერთმანეთისთვის

#ჯანდაცვა2022