ინექციების კომპეტენცია! სად გადის უფლების ზღვარი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ინექციების კომპეტენცია! სად გადის უფლების ზღვარი?

ელისო შენგელია კლინიკა სკინკოდის ექიმი ესთეტიკოსი. კომპანია ბიუთი სიქრეთის ეროვნული, ბოტულინოტიქსინის "ბოტულაქსი" ს ტრენერი. Anti-age თერაპია, პირველ რიგში, გახლავთ ორგანიზმის ჯანმრთელობის ოპტიმიზაცია − ნაადრეევი დაბერების პროფილაქტიკა ნატურალური, ბიოშეთავსებადი საშუალებებით. ორგანიზმის ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების პროცესებში ჩართული არის მედიცინის ყველა დარგი უახლესი მიღწევებით. ინდივიდუალური Pro-Age თერაპია თავისთავად გულისხმობს ორგანიზმის ყველა ქსოვილში მეტაბოლური პროცესების აღდგენა-სტიმულაციასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

მსოფლიოს წამყვან კლინიკებში, პერსონალიზირებული ანტიეიჯ თერაპიის ოპტიმიზაციის პროგრამა იწყება უჯრედულ-გენეტიკური ტესტით, რათა დროულად გამოვლინდეს და გამოსწორდეს ორგანიზმზე მოქმედი ნეგატიური ფაქტორები. მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს ენდოკრინოლოგიური თერაპია. ყურადღება გადატანილია სისხლის მიმოქცევის სისტემაზე, იმუნურ და ჰორმონალურ სტატუსზე, ჩართულია ნუტრიციოლოგია და ა.შ. ამიტომ ინდივიდუალურ პროგრამაში, ზოგადი მდგომარეობის შესაბამისად, ჩატარებული კვლევების ფონზე, ჩართულია რამდენიმე სპეციალისტი.

Anti-age თერაპიის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა ესთეტიკური მედიცინა, ადამიანის ესთეტიკური პარამეტრების გაუმჯობესება და მისთვის ინდივიდალური კომპლექსური პროგრამის შედგენა. კოსმეტოლოგიისგან განსხვავებით, ყველა შერჩეული მეთოდი ინიშნება და ტარდება უმაღლესი განათლების მქონე ექიმის მიერ, რომელმაც გაიარა სპეციალური გადამზადება ესთეტიკურ მედიცინაში.

ვინ უნდა იყოს ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტი? რადგან სამედიცინო ინსტიტუტებში ჯერჯერობით არ არის Anti-age თერაპიის ცალკე ფაკულტეტი-კათედრა და არც სახელმწიფოს მიერ ფორმულირებული სერტიფიცირების ეტაპები, დასმული კითხვა გახდა დისკუსიის საგანი. ზოგი თვლის, რომ მხოლოდ დერმატო-ვენეროლოგიის პრეროგატივაა, ზოგი ეთანხმება ყველა პროფილის უმაღლესი განათლების ექიმის სპეციალიზაციას აღნიშნულ სფეროში.

საერთაშორისო არენაზე სხვადასხვა რეგულაციები მოქმედებს: რუსეთსა და უკრაინაში უფლებამოსილი არიან მხოლოდ დერმატო-ვენეროლოგები და პლასტიკური ქირურგები, ევროპის უმეტეს ქვეყანაში − ყველა სპეციალობის ექიმი (ფარმაცევტების და სან-ჰიგიენისტების გარდა), ვინც სათანადო გადამზადებას გაივლის ამ სფეროში. აშშ ცოტა განსხვავებული რეგულაციებია. სტომატოლოგების აქტიურობა Anti-age თერაპევტად საკმაოდ მაღალია. დერმატო-ვენეროლოგები გამოთქვამენ პროტესტს აღნიშნულ სფეროში არადერმატოლოგიური პროფილის სპეციალისტების გამოჩენის გამო, არგუმენტები რუსული არგუმენტების რემიქსია. განსაკუთრებით არასწორად მიიჩნევენ სტომატოლოგების აქტივობას, რადგან რატომღაც მიაჩნიათ, რომ სტომატოლოგიური პროფილი ამ სფეროში გაუმართლებელია.

1920 წლიდან ყველა სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტს ემატება ოდონტოლოგიის კათედრა. 1949 წელს მოხდა სტომატოლოგიური ფაკულტეტების რეორგანიზაცია, ჩამოყალიბდა სამედიცინო უნივერსიტეტებში სტომატოლოგიის ფაკულტეტები, ხუთწლიანი სასწავლო პროგრამით და რეზიდენტურით. სასწავლო პროგრამა და საგნების თანმიმდევრობა სამი კურსის განმავლობაში სამკურნალო ფაკულტეტის იდენტურია. სტომატოლოგები გადიან ზოგადი ანატომიის, ფიზიოლოგიის, ჰისტოლოგიის, ბიოქიმიის და ფარმაკოლოგიის სწავლებას, ისევე როგორც სამკურნალო და პედიატრიის ფაკულტეტის სტუდენტები. სტომატოლოგიური ფაკულტეტი გაძლიერებულად სწავლობს სახის ქალას ანატომიას, ფიზიოლოგიას, ტოპოგრაფიულ ანატომიას, როგორც ნორმის, ასევე პათოლოგიის შემთხვევაში. შემდეგი 2 წელი ( + რეზიდენტურა) მხოლოდ სტომატოლოგიური პროფილი ისწავლება 4 კათედრაზე, 4 სახელმწიფო გამოცდით. მაქსიმალური სწავლების საგანს წარმიადგენს ქალას სახის ძვლები, განსაკუთრებით ზედა და ქვედა ყბის ძვლები, საფეთქელ-ქვედაყბის სახსარი, ქალას კუნთოვანი სისტემა, სანერწყვე ჯირკვლები, სახის ინერვაცია და ვასკულიზაცია, ლიმფური სისტემა, წიაღები, არტიკულაცია და ოკლუზია. სტომატოლოგის განვითარებამდე, ასკობრივ ცვლილებებში ყველაზე დიდი დანაკარგი მოდიოდა საღეჭ აპარატზე, რასაც მოჰყვებოდა სახის კონფიგურაციის მკვეთრი ცვლილება. ამ ცვლილებებს სტომატოლოგები სწავლობენ 5 წლის განმავლობაში. ზოგადი სამედიცინო საგნების და ქალას ღრმა ცოდნის პარალელურად სტომატოლოგების უპირატესობას წარმოადგენს მანუალური უნარების სინატიფე.

ანტიეიჯ თერაპია არ არის მხოლოდ კანის ასაკობრივი ცვლილებები. ყველაზე დიდი ცვლილებები მოდის ქალას ძვლებიდან Os maxsilla და Os Mandibula. სახის შუამესამედის ასაკობრივი ცვლილებების შედეგად დაკარგული მოცულობების ვოლუმიზაციის ძირითადი ნაწილი ღრმა ცხიმოვანი პაკეტების აღდგენაზე მოდის: Medial suborbicularis oculi fat და Deep medial cheek fat, ასევე Ristow space-ის ანატომიური ლოკალიზაცია − os.Maxilla-ზე.

ქვედა მესამედი-სახის ოვალის მოდელირება მთლიანად ხდება მანდიბულარულ ძვალზე - მანდიბულარული კუთხე, მანდიბულას სხეული და მენთალური ძვალი.

კონტურული პლასტიკის ყველაზე საშიში გართულებაა ვასკულარული გართულება, რომელსაც მიეკუთვნება სახის არტერია და ვენა ანასთომოზებით და ნევრალგიური გართულებები. სამწვერა და სახის ნერვს, სისხლის მიმოქცევას, ლიმფურ სისტემას სტომატოლოგიური ფაკულტეტი 4 სემესტრის განმავლობაში სწავლობს ყბა-სახის ქირურგიის კათედრაზე. ყველა სტომატოლოგს ჩაბარებული აქვს ყბა-სახის ქირურგიაში სახელმწიფო გამოცდა.

ინფრაორბიტალური ხვრელი, საიდანაც გამოდის საფეთქლის არტერიის პერფორანტი მაქსილას ტოტი, რომელიც ფორამენიდან გამოსვლის შემდეგ იძენს ინფრაორბიტალური არტერიის სახელწოდებას, აქვე გამოდის იმავე სახელობის ვენა და ნერვი. ასევე a. maxsilla-ს პერფორანტი ზედა და ქვედა ალვეოლური ტოტი. ქვედა ტოტი მოთავსებულია მანდიბულარულ არხში და სახის ზედაპირზე გამოდის მენთალური ხვრელით.

სახის რეგიონალური ანესთეზიები: მანდიბულარული ანესთეზია - ქვედა ყბის ასწვრივი ტოტის შიდა ზედაპირი ალვეოლარულ სამკუთხედთან, ტუბერული ანესთეზია − მაქსილას ძვალი ტუბერული შემაღლება, ინფრაორბიტალური ანესთეზია − მაქსილას ძვალზე ფოსა კანინა, მენთალური ანესთეზია − ქვედა ყბის ძვალი. სტომატოლოგიური პროფილი ამ ანატომიურ ორიენტირებზე მინიმუმ 5-7 სანესთეზიო ხსნარს აკეთებენ დღეში ისე, რომ არ სჭირდებათ არანაირი ორიენტირები და პირობითი ვერტიკალები.

კონტურული პლასტიკის ყველაზე ტრენდული პროცედურაა სახის ასიმეტრიების გასწორება.

სახის ქალას ძვლებით იქმნება სახის ფორმა. სწორად განვითარებული სახის ძვლების და საფეთქელ-ქვედაყბის სწორი ფუნქციონირების შემთხვევაში სახის ასიმეტრიები შეიძლება იყოს 1-2 გრადუსის ფარგლებში, რომელიც არ ვიზუალიზირდება ან უმნიშვნელოდ ვიზუალიზირდება, როცა სრულიად მართებულია კორექცია ფილერით. სახის ასიმეტრიების უმეტესი ნაწილი მოდის სახის წყვილი ძვლების არასიმეტრიულ განვითარებაზე. მსგავსი შემთხვევა ითხოვს ანალიზს. აქ არაფერს ვიტყვი ოკლუზიურ პრობლემებზე, რომელიც ესთეტიკური მედიცინის ექიმების უმეტესობამ წესით კარგად უნდა იცოდეს. საფეთქელ-ქვედაყბის პარაფუნქცია სტატისტიკით ევროპელი მოსახლეობის 67%-ში ფიქსირდება. პარაფუნქციას უმეტეს შემთხვევაში ახლავს სახის არაესთეტიკური გამომეტყველება, სახის ქვედა მესამედის გაგანიერება, ვერტიკალური და ჰორიზონტალური პროპორციების დაკარგვა, ნიკაპის პროტრუზია ღრმად ფორმირებული ცხვირ-ნიკაპის ღარით, ნიკაპის ვერტიკალური დეფიციტი, ქვედა ყბის კუთხის დეფიციტი, საღეჭი კუნთების ჰიპერკინეზი შემდგომი ჰიპერტროფიით, ხშირად ტკივილები, ასევე ნადრევი ცხვირ-ტუჩის ნაოჭის ფორმირება და სახის დაღლილი გამომეტყველება ძალიან ახალგაზრდა ასაკში ე. წ. სტომატოლოგიური სიბერე. რა თქმა უნდა, ამ ფუნქციების მოშლის მართვა უპირატესად გნათოლოგ-ორთოდონტის პასუხისმგებლობაა, მაგრამ პრობლემის მოსაგვარებლად, ასიმეტრიის გამოსასწორებლად, ხშირად იყენებენ ე.წ. შემავსებლებს .

ქეისი 1. პაციენტი 27 წლის, მამაკაცი. სახის ასიმეტრია მკვეთრად გამოხატული. დერმატო-კოსმეტოლოგის მიერ 2-ჯერ ჩატარდა სახის ოვალის მოდელირება კორექციის მიზნით. შედეგი − მინიმუმ 2თვე, პაციენტის სიტყვებით მკვეთრი ცვლილებების გარეშე.

22-1644573193.jpg

33-1644573219.jpg

44-1644573239.jpg

ცეფალომეტრიული ანალიზი; ქვედა ყბის მარჯვენა ასწვრივი ტოტის 14 მმ-ით მაღალია მარცხენაზე. კითხვის დასმაც კი უხერხულია რამდენად მართებულია მსგავსი პათოლოგიის დროს , პრობლემის განხილვა ესთეტიკურ ჭრილში.

ქეისი 2. სურათი გადაღებულია იმ დერმატო-კოსმეტოლოგის მიერ, რომელმაც დასვა დიაგნოზი საღეჭი კუნთის ცალმხრივი გიპერტროფია. ინიცირებულ იქნა ბტა. ცალმხრივმა ინიცირებამ გამოიწვია მოპირდაპირე სახსრის მიდამოში ყრუ ხასიათის ტკივილები.

გნათოლოგთან ვიზიტის შემდგომი დიაგნოზი

55-1644573305.jpg

66-1644573331.jpg

77-1644573351.jpg

ცეფალომეტრიული ანალიზი; ასწვრივი ტოტების სიმაღლე ტოლი. გნათოლოგიური პათოლოგია არ აღინიშნება. არის საღეჭი კბილების დეფიციტი. საღეჭი კბილების დეფიციტს წლების განმავლობაში მოჰყვა ოკლუზიის დარღვევა. დატვირთულ მხარეს მოხდა m.maseteris ჰიპერტროფია. ცალმხრივმა დეინერვაციამ, გამოიწვია სინერგისტული აქტივობა მოპირდაპირე მასეტერის, რასაც მოჰყვა ტკივილები. ამჟამად პაციენტი აქტიურ სტომატოლოგიურ თერაპიას გადის − ინტეგრირებულია იმპლანტები, ხდება ოკლუზიის კორექცია.

ესთეტიკაში ფუნქციონირებადი ვერტკიკალი − Ricketts lane. Robert Ricketts იყო უდიდესი ამერიკელი ორთოდონტი, რომლის ცეფალომეტრიულ ანალიზზე დგას ორთოდონტული კვლევები.

თავის ქალას კუნთები მორფოფუნქციურად იყოფა მიმიკურ და საღეჭ კუნთებად, მათ შორის მჭიდრო ფიზიოლოგიური სინერგისტული აქტივობაა. მიმიკური კუნთების ჰიპერკინეტიკური აქტივობა არ ვრცელდება საღეჭ კუნთებზე. რაც შეეხება საღეჭი კუნთების ჰიპერფუნქციას, რომელიც უმეტეს შემთხვევაში გამოწვეულია საფეთქელ-ქვედაყბის სახსრის პარაფუნქციით, ზეგავლენას ახდენს მიმიკური კუნთების აქტივობაზე. სახსრის პარაფუნქციური სტრესული კინეტიკა ვრცელდება მიმიკურ დეპრესორებზე, ყალიბდება პათოლოგიური ტონუსი. წარბები და შუბლი უმეტესწილად დასვენებულ მდგომარეობაშიც შეჭმუხნულია. ნიკაპის კუნთი მუდმივად ტონუსშია, ბტა თერაპიის შედეგი − ხანმოკლე.

ისეთი ნოზოლოგიების, როგორიცაა: ორომანდიბულარული დისტონია, მიოფასციალური სინდრომი, საღეჭი კუნთის ჰიპერკინეზი − ყველაზე აქტუალურ თერაპიად ითვლება საღეჭი კუნთის ბტა თერაპია. 4 საღეჭი წყვილი კუნთი; m.masseter, m. temporalis, m. Pterygoideus medialis and lateralis − თითოეული მათგანი ერთი ბოლოთი მიმაგრებულია ქვედა ყბის ძვალზე. საღეჭი კუნთები, მიმიკური კუნთების მსგავსად, მუშაობენ სინერგისტული და ანტაგონისტური კინეტიკით, რომლის ანალიზი ბტა თერაპიის შემთხვევაში მნიშვნელოვანია. საღეჭი კუნთების ანატომიას, ფიზიოლოგიას, მორფოფუნქციას სტომატოლოგიური ფაკულტეტი სწავლობს 5 წლის განმავლობაში. ისმის კითხვა ვისი პრეროგატივაა საღეჭი კუნთის ბტა თერაპია? მე უფლებას მივცემ თავს და კითხვას გავცემ პასუხს- უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე ექიმი, რომელიც გადამზადებულია ესთეტიკური ექიმის პროფილზე.

ესთეტიკურ ცენტრში საღეჭი კუნთის მრავალჯერადი დეინერვაციის შემდეგ ჰიპერტროფირებული საღეჭი საფეთქლის კუნთი.

88-1644573389.jpg

სურათი აღებულია საღეჭი კუნთების ბტა თერაპიის ერთ-ერთი სემინარიდან.

ამ ქეისებზე ყურადღების გადატანა მხოლოდ იმიტომ მინდა, რომ ხაზი გავუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ანალიზი იმისა, რომ ესთეტიკური მედიცინა მულტიპროფილური დისციპლინაა. ხშირ შემთხვევაში ასიმეტრიები ნევროლოგიური ხასიათისაა.

ესთეტიკური მედიცინის უდიდესი ავტორიტეტის ბრაიან მენდელსონის სახის ტოპოგრაფიული ანტომიის სქემატური გამოსახულება. კარგათ ვხედავთ, რომ პირველი შრე არის დერმა. დერმის ქვეშ ოთხი ტოპოგრაფიული შრეა, რომელის ანატომია ექიმმა ესთეტიკოსმა კარგად უნდა იცოდეს. ესთეთიკური მედიცინის სეგმენტზე ორიენტირებულმა ექიმებმა კარგად იციან სახის ტოპოგრაფიული ანატომია , მაგრამ არა დერმატლოგიური სწავლებიდან. კონტურული პლასტიკის ძირითადი სამიზნე არის მე-5, მე-4 და მე-2 შრე, ხოლო ბტა თერაპიისა − მე-3 შრე.

99-1644573443.jpg

პირველ შრეზე 100%-იან უპირატესობას ფლობს დერმატო-ვენეროლოგი. თუმცა ნებისმიერი მცირე ინვაზიური ჩარევის, ერთადერთი აბსოლუტური უკუჩვენებაა ნებისმიერი პათოლოგიის არსებობა კანის ზედაპირზე, სხვა უკუჩვენებები პირობითი ხასიათისა.

სიტყვა დერმატოკოსმეტოლოგი არ იძებნება არცერთ ინგლისურენოვან საძიებელში, მხოლოდ რუსულ ვიკიპედიაშია შემდეგი განმარტებით;

Дерматокосметология – раздел медицины, занимающийся устранением кожных проблем с помощью косметологических процедур. В сфере ответственности дерматокосметологии находятся такие проблемы, как пигментные пятна, сосудистые звездочки, угревая сыпь, рубцы, растяжки, повышенная жирность кожи, сухая и дряблая кожа, бородавки, морщины, круги под глазами и т.п. Для устранения подобных проблем в дерматокосметологии используются как классические процедуры воздействия на кожу – различные маски, инъекции, массажи, чистки кожи, – так и современные аппаратные методики – низкоинтенсивное и высокоинтенсивное лазерное излучение, фотолечение, криотерапия, микротоковая терапия, биостимуляция, прессотерапия, радиочастотный лифтинг, пилинги и другие средства, арсенал которых постоянно пополняется. Для решения сложных дерматологических проблем (угревая сыпь, например) часто привлекаются специалисты других медицинских направлений – терапевты, эндокринологи, гинекологи.

თუ მივიჩნევთ, რომ ეს არის ესთეტიკური მედიცინის საქმიანობის სფერო, უდავოდ უპირატესობა ენიჭებათ დერმატოლოგებს, მაგრამ ამ ჩარჩოში ნამდვილად არ ზის ესთეტიკური მედიცინა.

ესთეტიკურ მედიცინამ მიაღწია განვითარების უმაღლეს საფეხურს არაჩვეულებრივი შედეგებით. ჭეშმარიტად სრულყოფილად შეიძლება სახის ესთეტიკური პარამეტრების ჰარმონიზაცია და ყველაზე მთავარი- ადამიანის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება. პრეპარატების მთელი არსენალი, აპარატურული ტექნოლეგიები და სხვა საშუალებები გვეხმარება ამ შედევრების შექნაში. ექიმის მოქმედების ტაქტიკა ყოველთვის პერსონილიზირებული, მორგებული პაციენტის ინდივიდუალურ მდგომარეობაზე, ითხოვს ანალიზს.

თუ გადავხედავთ ესთეტიკურ მედიცინას მსოფლი არენაზე ძალიან ბევრი ვირტუალური ექიმი მოღვაწეობს, უმეტესობა პლასტიკური ქირურგია, ყბა-სახის ქირურგი, დერმატოლოგი, ნევროლოგი, ოფთამონლოგი, სტომატოლოგი და ა.შ

p.s. რადგან Anti-age თერაპია მულტიდისციპლინარულ მიდგომას მოითხოვს, მისი ერთ-ერთი განხრა ესთეტიკური მედიცინა არის პროფილი, რომელიც სპეციალურ გადამზადებას მოითხოვს, როგორც ნებისმიერი ვიწრო სპეციალიზაცია. ვიწრო სპეციალიზაციის გავლა და ამ პროფესიის დაუფლება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი სამედიცინო განათლება. გაივლის თავ-კისრის მიდამოს ანატომიის სწავლებას, ქადავერ კურსით; დეტალურად შეისწავლის ინვოლუციური ცვლილებების ფიზიომორფოლოგიას და მათი გამოსწორების შესაძლებლობებს. ასევე მუდმივად ჩართულია პროფესიონალური განვითარების სისტემაში და ა.შ.

R