მეცნიერებმა ახსნეს, რატომაა ბავშვებში ომიკრონ-შტამით დასნებოვნების მაღალი სიხშირე
სპეციალისტები აღნიშნავენ: „ჩვენი მონაცემები აჩვენებს, რომ ომიკრონმა გაზარდა ინფექციის შედეგად ინტერფერონის გამომუშავების ჩახშობის უნარი, რათა უკეთ გაუმკლავდეს გარე ეგზოგენური ინტერფერონის ანტივირუსულ ეფექტს“. მათი განცახადებით, სწორედ ინტერფერონული პასუხი ასრულებს წამყვან როლს ინფექციისგან ბავშვების დაცვაში.
კორონავირუსული ინფექციის ახალი ვარიანტი მეტად კონტაგიოზურია და უკეთესად „ეჭიდება“ უჯრედების რეცეპტორებს. მეცნიერების განცხადებით, ბავშვები შესაფერისი ობიექტია ომიკრონისათვის. ომიკრონ შტამის დელტასთან შედარებით გავრცელების უფრო მაღალი სიხშირე სწორედ იმით აიხსნება, რომ დელტა შტამს ნაკლები რეცეპტორი აქვს სასუნთქი გზების უჯრედების ზედაპირზე.