სისხლის ტესტით ფილტვის კიბოს ადრეული დიაგნოსტირება - უახლესი კვლევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სისხლის ტესტით ფილტვის კიბოს ადრეული დიაგნოსტირება - უახლესი კვლევა

რომელსაც სისხლის ანალიზით სწრაფად შეუძლია დიაგნოზის დასმა.

ფილტვის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა გადარჩენის შანსებს ზრდის. სკრინინგის ტექნიკას კი დაბალი სიზუსტე ახასიათებს.

ახალი არაინვაზიური ტესტი - LCAID პლაზმის ნიმუშში ლიპიდური ბიომარკერების დონეს ზომავს. მას მაღალი სიზუსტე ახასიათებს, ამიტომაც მისი გამოყენება ეფექტურია სკრინინგის ტექნიკასთან კომბინირებულად. კვლევაში ჩართული პაციენტების უმეტესობას ფილტვის კიბოს I სტადია აღენიშნებოდათ და მათი 90%-ზე მეტი LCAID იყო გამოვლენილი.

ამერიკის ფილტვის ასოციაციის თანახმად, ფილტვის კიბოთი დაავადებულთა 56%-ს გადარჩენის შანსი აქვთ, თუ დაავადების დიაგნოსტირება 5 წლის განმავლობაში მოხდება, ამასთან მეტასტაზები მხოლოდ ფილტვებში უნდა იყოს ლოკალიზებული. იმ შემთხვევაში, თუ სიმსივნური უჯრედები ფილტვის ქსოვილს გასცდა, აღნიშნული პროცენტული მაჩვენებელი 5%-ს უტოლდება.

მიუხედავად იმისა, რომ სისხლზე დაფუძნებული რამდენიმე ტესტი არსებობს, რომლებსაც ფილტვის კიბოს დიაგნოსტირება შეუძლია, ჯერ კიდევ არ არის არაინვაზიური და საიმედო მეთოდი, რომელიც მაღალი სიზუსტით გამოირჩევა. უახლესი ტექნიკა საშუალებას იძლევა, რომ სწრაფად და ზუსტად გამოავლინოს დიდი რაოდენობით მეტაბოლიტები ბიოლოგიურ ნიმუშებში(პლაზმა, შარდი). მეტაბოლიტები მეტაბოლური პროცესების შუალედურ და საბოლოო პროდუქტებს წარმოადგენს. ფილტვის კიბოს განვითარებისას ფილტვის ქსოვილის მეტაბოლიზმში ცვლილებები მიმდინარეობს, რაც პოტენციურად სისხლის სპეციფიკური მეტაბოლიტების დონის ცვლილებასაც განაპირობებს.

LCAID ტესტმა ადრეული ფილტვის კიბო 91,74% სიზუსტით გამოავლინა, ხოლო 96,53% სიზუსტით დაისვა დიაგნოზი იმ პაციენტებში, რომლებსაც გულმკერდის (თორაკალური) ქირურგია ჰქონდათ დაგეგმილი. ტესტს მაღალი მგრძნობელობა, დაახლოებით, 90% აქვს, რაც ცრუ-უარყოფითის დაბალ მაჩვენებელზე მიუთითებს. ამასთან, ცრუ-დადებითობის მაჩვენებელი 92%-ს უტოლდება სკრინინგ ჯგუფებსა და იმ პაციენტებში, რომლებსაც გარკვეული ქირურგიული ოპერაცია აქვთ დაგეგმილი.

მკვლევარებმა ისიც შეამოწმეს, ტესტს თუ შეეძლო პლაზმაში 9 ლიპიდური ბიომარკერის ამოცნობა, რომლებიც კიბოთი დაავადებული პაციენტების ფილტვის ქსოვილში იჩენს ხოლმე თავს. მათ ადენოკარცინომის ადრეული სტადიის მქონე პაციენტებში ცხრა ლიპიდიდან რვის შეცვლილი დონე აღმოაჩინეს. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ სისხლის პლაზმაში ლიპიდების ცვლილება შეიძლება ფილტვებშიც მსგავს ცვლილებაზე მიუთითებდეს.

საჭიროა ტესტის დამატებით გამოცდა. რაც შეეხება კვლევის შეზღუდვებს, უნდა აღინიშნოს, რომ ტესტის შესამუშავებლად გამოყენებული ნიმუშების უმეტესობა ფილტვის ადენოკარცინომის მქონე პირებს ეკუთვნოდათ. ნაკლები იყო მათი ნიმუშები, ვინც წვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოთი და ბრტყელ კარცინომით იყვნენ დაავდებულნი.