ფლავონოიდებით მდიდარი დიეტა პარკინსონის დაავადების პროგრესირებას აჩერებს და პაციენტებს სიცოცხლეს უხანგრძლივებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფლავონოიდებით მდიდარი დიეტა პარკინსონის დაავადების პროგრესირებას აჩერებს და პაციენტებს სიცოცხლეს უხანგრძლივებს

ფლავონოიდები მცენარეული წარმოშობის მოლეკულებია, რომლებიც ბუნებრივად გვხვდება ხილში, ბოსტნეულსა და ზოგიერთ სასმელში,მაგალითად, ჩაისა და წითელ ღვინოში.

ფლავონოიდების მეტაბოლიტებს ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვა შეუძლიათ, ამასთან ოქსიდაციურ სტრესსა და ანთებით პროცესებს ამცირებენ. ისინი არტერიებსაც იცავენ და ათეროსკლეროზის საპროფილაქტიკოდ გამოიყენება.

ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ფლავონოიდების მეტაბოლიტები თავის ტვინის იმ რეცეპტორებს უკავშირდება, რომლებიც სედაციას და შფოთვას აკონტროლებენ. მეტაბოლიტები კრუნჩხვების რისკსაც ამცირებენ და იკავშირებენ რეცეპტორს, რომელიც პარკინსონის სიმპტომების შემსუბუქებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მკვლევარებისთვის ფლავანოიდები ყოველთვის დიდი ინტერესის საგანს წარმოადგენდა, როგორც ნეიროდეგენერაციული დაავადებების სამკურნალო საშუალება. ისინი ფიქრობენ, რომ მათ პარკინსონის და ალცჰაიმერის დაავადების საპრევენციო და სამკურნალო ეფექტი გააჩნიათ.

მიმდინარე კვლევა 2012 წლის კვლევას ეფუძნება, რომლის შედეგებმაც აჩვენა, რომ პარკინსონის დაავადების განვითარების რისკი მამაკაცებში 40%-ით შემცირდა, როდესაც ისინი ფლავონოიდებით მდიდარ დიეტას იცავდნენ.

პარკინსონის დიაგნოზით მცხოვრებ პაციენტებს სიკვდილიანობის გაცილებით მაღალი რისკი აქვთ, ვიდრე დიაბეტით, კოლორექტალური კიბოთი, გულის იშემიური დაავადებით ან ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებს.

უახლესი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ პარკინსონით დაავადებულები, რომლებიც დიაგნოზის დასმამდე ფლავონოიდებით მდიდარ დიეტას იცავდნენ, გარდაცვალების ნაკლები რისკი ჰქონდათ. ამასთან, სიკვდილიანობის რისკი იკლებს იმ შემთხვევაშიც, თუ პაციენტი დიაგნოზის დასმის შემდეგ გაამდიდრებს ფლავანოიდებით კვების რაციონს.

ასე რომ, პარკინსონით დაავადების შემდეგ შეგიძლიათ თქვენს რაციონში შეიტანოთ ფლავონოიდების შემცველი ხილი, ბოსტნეული, კენკრა, რაც დაავადების პროგრესირებას შეუშლის ხელს.