ივანე ჩხაიძე - ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდში 8-დღიან იზოლაციის ვადას შევამცირებთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ივანე ჩხაიძე - ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდში 8-დღიან იზოლაციის ვადას შევამცირებთ

რაც მოგვცემს შესაძლებლობას სამედიცინო პერსონალი და სხვადასხვა ესენციური სერვისების თანამშრომლები ადრე დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილს, რაც გარკვეულწილად დაგვიცავს კადრების იმ მწვავე დეფოციტისგან, რაც ქვეყანაში ახლა აღინიშნება,- ამის შესახებ თსსუ-ს პროფესორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, გადატანილი დაავადება და ორჯერადად აცრა არ არის საკმარისი „ომიკრონით“ ინფიცირებისგან თავის დასაცავად, „ბუსტერ“ დოზა კი ქვეყანაში სულ 200 000 ადამიანს აქვს გაკეთებული.

„ომიკრონის“ იოლი გავრცელებიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ ადრე გადატანილი ინფექცია, ასევე სტანდარტული ორი დოზა ვაქცინა არ არის ეფექტური „ომიკრონით“ ინფიცირებისგან თავის დასაცავად, გარკვეულწილად გაზრდილია ინფიცირების მაჩვენებელი სამედიცინო პერსონალს შორისაც და ბევრ კლინიკაში ეს საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას ვინაიდან, მიუხედავად ვაქცინაციის სტატუსისა და აქ ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ მხოლოდ 2+1 ფორმულა არის ის, რაც გიცავთ „ომიკრონით“ ინფიცირებისგან და არა სტანდარტული ორი დოზა. იმის გათვალისწინებით, რომ „ბუსტერ“ დოზა ქვეყანაში სულ 200 000 ადამიანს აქვს გაკეთებული, შესაბამისად, ძალიან მცირეა იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც მეტ-ნაკლებად დაცულად გრძნობენ თავს ინფიცირებისგან, სამედიცინო პერსონალიც მათ შორის, აღმოჩნდა დარტყმის ქვეშ. ამიტომ, ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც სავარაუდოდ, მიიღებს ქვეყანა, იქნება იზოლაციის ვადის შემცირება. დღევანდელი რეგულაციით არის 8 დღე, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ „ომიკრონის“ დროს სიმპტომების ხანგრძლივობა გაცილებით ნაკლებია, ძალიან დიდი რაოდენობით პაციენტები არიან მსუბუქი მიმდინარეობის, უსიმპტომოც კი და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ „ომიკრონის“ გადამდებლობა არ გრძელდება 12-15 დღე, როგორც ეს იყო ჩინურის ან „დელტას“ შემთხვევაში, შანსი იმის, რომ ქვეყანამ გაითვალისწინოს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც დაგროვდა აშშ- ში, ევროპაში და შევამციროთ ჩვენთანაც იზოლაციის ხანგრძლივობა, არის ძალიან დიდი. ამიტომ ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში 8- დღიან იზოლაციის ვადას შევამცირებთ, რაც მოგვცემს შესაძლებლობას სამედიცინო პერსონალი და სხვადასხვა ესენციური სერვისების თანამშრომლები ადრე დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილს, რაც გარკვეულწილად დაგვიცავს კადრების იმ მწვავე დეფოციტისგან, რაც ქვეყანაში ახლა აღინიშნება,"- განაცხადა ჩხაიძემ.