ივანე ჩხაიძე - რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა 2-პიკიანი მრუდი, ამ შემთხვევაში ინფიცირებულთა რიცხვმა შესაძლოა, 30 000-ზე მეტს მიაღწიოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ივანე ჩხაიძე - რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა 2-პიკიანი მრუდი, ამ შემთხვევაში ინფიცირებულთა რიცხვმა შესაძლოა, 30 000-ზე მეტს მიაღწიოს

- ამის შესახებ თსსუ-ს პროფესორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არსებობს მოვლენების განვითარების სხვაგვარი სცენარიც, რადგან რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა 2-პიკიანი მრუდი. ამ შემთხვევაში ინფიცირებულთა რიცხვმა შესაძლოა, 30 000-ზე მეტს მიაღწიოს.

„ინფიცირების მაჩვენებელი ბოლო დღეების განმავლობაში მაღალ ნიშნულზეა, ერთი პოზიტიური ინფორმაცია რაც არის, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი რიცხვიც მაღალია, ის არ არის უფრო მეტი, ვიდრე 2 თებერვალს დაფიქსირებული 26 200 შემთხვევა. ეს ტოვებს იმედს, რომ შესაძლებელია სწორედ 2 თებერვლის მაქსიმუმი იყოს მეექვსე ტალღის პიკი და მომდევნო დღეების განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდეს, თუმცა შესაძლებელია სხვა სცენარიც. რთულია პროგნოზირება, რამდენად იქნება მომდევნო დღეები დაღმავალი ტალღის მიმანიშნებელი, მაინც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა 2- პიკიანი მრუდი. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მატების მაქსიმალური ნიშნული შესაძლებელია უფრო მაღალი რიცხვი იყოს 30 000 და მეტიც. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მომდევნო 7 დღის განმავლობაში როგორი იქნება ინფიცირების მაჩვენებელი. იმედს ვიტოვებთ, რომ 2 თებერვალს იყო ინფიცირების პიკი და შემდეგი დღეების განმავლობაში თანდათან შემცირდება ეს მაჩვენებელი,“ - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.