მეცნიერებმა შეადარეს პნევმონიის სიმძიმის ხარისხი ომიკრონისა და დელტას დროს
რომ COVID-19-ის ომიკრონ-შტამი მნიშვნელოვნად უფრო მსუბუქ პნევმონიას იწვევს, ვიდრე დელტა-ვარიანტი.
კვლევა ტარდებოდა მღრღნელებზე. ომიკრონ-შტამით დასნებოვნებულ ცხოველებში აღინიშნებოდა ფილტვების უფრო დაბალი ხარისხის დაზიანება.
ამავდროულად იაპონელი სპეციალისტები აცხადებენ, რომ მღრღნელებს შორის დაფიქსირდა ლეტალური გამოსავალი კორონავირუსის ომიკრონ-შტამით დასნებოვნების შემთხვევაშიც. ამასთან დაკავშირებით, ექსპერტები სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ და გვახსენებენ, რომ ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები იმყოფებიან მომატებულ რისკ-ჯგუფში.