მსხვილი ნაწლავის ადენომა და კიბო - წონის კლება მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების განვითარების რისკს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მსხვილი ნაწლავის ადენომა და კიბო - წონის კლება მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების განვითარების რისკს

მსხვილი ნაწლავის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა. ქრონიკული ხასიათის კოლორექტალური ადენომა, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იზრდება, კიბოსწინარე დაავადებას მიეკუთვნება.

მეცნიერებმა შეაფასეს, რა გავლენას ახდენს წონის ცვლილება მსხვილი ნაწლავის პრობლემების განვითარებაში.

მკვლევარების განცხადებით, ადრეული ასაკიდან, ყოველ 5 წელიწადში მინიმუმ 1 ფუნტი (დაახ. 453 გრამი) წონის კლება, კოლორექტალური ადენომას განვითარების რისკს 46%-ით ამცირებს. რისკი მნიშვნელოვნად მცირდება ჭაბრწონიანი და მსუქანი ადამიანების შემთხვევაში.

მაგალითად, მამაკაცებმა, რომლებმაც ადრეული ასაკიდან წონაში დაიკლეს, მსხვილი ნაწლავის ადენომის განვითარების რისკი მნიშვნელოვნათ შეუმცირდათ, ხოლო მათ, ვინც ასაკის მატებასთან ერთად უფრო მეტი კილოგრამი შეიძინეს, დაავადების განვითარების რიკსი მომატებული ჰქონდათ. როგორც აღმოჩნდა, წონის კლება მამაკაცების შემთხვევაში უფრო ეფექტურია, ვიდრე ქალბატონების. მეცნიერები ამას იმით ხსნიან, რომ მამრობითი სქესის წარმომადგენლები მუცლის არეში ცხიმის დაგროვებისკენ მეტად არიან მიდრეკილები, რაც სწორი ნაწლავის პრობლემებზე აისახება.

ჭარბი წონის შემთხვევაში ადენომის განვითარების რიკსი იზრდება კიდევ ერთი მიზეზით და ეს არის ინსულინ რეზისტენტობა. მსუქან ადამიანს ჰორმონთან დაკავშირებული პრობლემები უჩნდება, რაც მსხვილი ნაწლავის ჯანმრთელობაზეც აისახება. შაქრიანი დიაბეტი კი კოლორექტალური კიბოს დამოუკიდებელ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.

ფაქტია, რომ ადამიანები, რომლებსაც ჭარბი წონა აწუხებთ, მიირთმევენ დიდი რაოდენობით წითელ ხორცს, გადამუშავებულ საკვებს, ალკოჰოლს და არ ვარჯიშობენ, ადენომისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკის ქვეშ არიან.

რაც შეეხება ალკოჰოლს, მისი ჭარბი დოზირება წარმოადგენს როგორც კოლორექტალური კიბოს რისკ-ფაქტორს, ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკსაც.