ჰიპერტენზიის ადრეულმა დიაგნოზმა მომავალში, შესაძლებელია, თავის ტვინის პრობლემები გამოიწვიოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰიპერტენზიის ადრეულმა დიაგნოზმა მომავალში, შესაძლებელია, თავის ტვინის პრობლემები გამოიწვიოს

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის(CDC) თანახმად, ამერიკელ მოზრდილთა 47%-ს მაღალი არტერიული წნევა აწუხებს.

ჰიპერტენზიის შედეგად შესაძლებელია სხვადასხვა ორგანო დაზიანდეს. ყველაზე ხშირად გულის პრობლემები და ინსულტი იჩენს თავს. აღნიშნული რისკების მიუხედავად, 4 პაციენტიდან მხოლოდ 1 იტარებს შესაბამის მკურნალობას.

2022 წლის ინსულტის საერთაშორისო კონფერენციაზე ახალი კვლევის შედეგები წარმოადგინეს, რომელიც ნათლად აჩვენებს თუ როგორი ზიანის მომტანი შეიძლება იყოს უკონტროლო ჰიპერტენზია.

ახალგაზრდობაში დაწყებული წნევის პრობლემები თავს 55 წლის ასაკში იჩენს, რამაც შეიძლება კოგნიტური პრობლემები გამოიწვიოს.

კვლევა 142 ზრდასრული ადამიანის სამედიცინო ჩანაწერების ანალიზს მოიცავს. ამასთან, 5000-ზე მეტი მონაწილე გაკონტროლდა, რომელთა ასაკიც 18-30 წელს შეადგენდა.

კვლევის ავტორი აღნიშნავს, რომ მცირე კვლევამაც კი აჩვენა ტვინის გარკვეული ცვლილებები, რასაც არტერიული ჰიპერტენზია იწვევს. MRI-ზე გამოჩნდა თავის ტვინის სტრუქტურული ცვლილებები და ტვინის კონკრეტული უბნების ზომის ცვლილება.

ეს არის ის სფეროები, რომლებიც მრავალი ფუნქციის განხორციელებაში გვეხმარება - პასუხისმგებელნი არიან აზროვნებაზე, ემოციებსა და მოძრაობაზე.

სხვა კვლევის შედგები იმასაც აჩვენებს, რომ ჰიპერტენზია თავის ტვინის თეთრ ნივთიერებას და სისხლძარღვებს აზიანებს.

აღნიშნულმა ცვლილებებმა კი შესაძლოა, კოგნიტური,მაგალითად, მეხსიერების პრობლემები წარმოშვას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჰიპერტენზიის რისკი ასაკის მატებასთან ერთად იზრდება. მაღალი არტერიული წნევა მამაკაცებს უფრო ხშირად აწუხებთ, ვიდრე ქალებს. 20-34 ასაკობრივ ჯგუფში მამაკაცების 29%-ს, ხოლო ქალბატონების 14%-ს აქვს(აშშ-ს მონაცემები).