თამარ გაბუნიას განცხადებით, კოვიდინფიცირებული პაციენტების ბინაზე მართვის პროგრამის გაფართოება იგეგმება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თამარ გაბუნიას განცხადებით, კოვიდინფიცირებული პაციენტების ბინაზე მართვის პროგრამის გაფართოება იგეგმება

კოვიდინფიცირებული პაციენტების ბინაზე მართვის პროგრამის გაფართოება იგეგმება.

გაბუნიას თქმით, პროგრამაში უახლოეს პერიოდში 20 კლინიკა დაემატება, რაც დაყოვნების დროს შეამცირებს.

“ბინაზე მართვის სისტემა ჩვენს შემთხვევაში არის ორდონიანი. პირველი ეს არის ოჯახის ექიმი და უკვე 1-ელი თებერვლიდან პაციენტების მართვაში 153 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება არის ჩართული, სადაც მიმაგრებულია 2.5 მოსახლე. დაახლოებით 700 000-მდე ადამიანია სადაზღვევოს თემების მართვაში ჩართული. თუ ვინმე არ არის დღეს რეგისტრირებული საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამაში, მისი მართვა ხდება 1522-ის სისტემის მეშვეობით.

მას შემდეგ, რაც პაციენტის დიაგნოზი დაუდასტურდება და ჩვენს სისტემაში მოხვდება, ოჯახის ექიმს 48 საათი აქვს იმისათვის, რომ პირველი რეაგირება გააკეთოს. პრიორიტეტები, რა თქმა უნდა, ხანდაზმულები, მცირეწლოვნები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები არიან. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის ექიმი ზარის განხორციელებას აგვიანებს, პაციენტს შეუძლია თავად დარეკოს 1522-ის ცხელ ხაზზე, სადაც ასევე გაზრდილია ექიმების და ოპერატორების რაოდენობა, ვინც კომპეტენტურია იმაში, რომ პირველი დახმარება აღმოუჩინოს პაციენტს ასეთ დროს.

მესმის, დიდი ნაკადებია, შესაძლოა იყოს გარკვეული შეფერხება ოჯახის ექიმებთან კომუნიკაციაში. იგეგმება,რომ კიდევ მეტად გაიზარდოს ეს ქსელი, უახლოეს პერიოდში კიდევ 20 კლინიკა დაემატოს, რაც ვფიქრობ, დაყოვნების დროსაც შეამცირებს და პაციენტებიც იმ სერვისს მიიღებენ, რომლის მოლოდინიც აქვთ,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.