შეიძლება, სურდოს მიზეზი ალერგია იყოს? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შეიძლება, სურდოს მიზეზი ალერგია იყოს?

მსოფლიოში მილიონობით ალერგიული ადამიანისთვის ეს კითხვა კიდევ უფრო რთულდება, ალერგიაა თუ COVID 19-ის დასაწყისი, ან ჩვეულებრივი გაციება?

მრავალჯერადი ცემინება, წყლისებური გამონადენი, ცხვირის გაჭედვა, რომელიც გრძელდება კვირებისა და თვეების მანძილზე, ალერგიული რინიტის სიმპტომებია.

ალერგიული რინიტი ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ალერგიული ანთებაა, რომელიც მსოფლიოში 400 მილიონზე მეტ ადამიანს აღენიშნება. ის შესაძლებელია გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა, უხშირესად, პირველი სიმპტომები ვითარდება ბავშვობისა და მოზარდობისას. რისკის ქვეშ არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ გენეტიკური განწყობა, ბრონქული ასთმა და ატოპიური დერმატიტი.

ზამთრის პერიოდში, როდესაც მცენარეები არ ყვავილობს, ალერგიული რინიტის გამომწვევი კარშიდა ალერგენებია, როგორიცაა ოთახის მტვრის ტკიპები და შინაური ცხოველების ეპითელიუმი. მათზე ალერგიის დროს სიმპტომები შესაძლებელია მთელი წელიც გაგრძელდეს.

იმისთვის, რომ გავარჩიოთ ალერგიული სურდო ჩვეულებრივი გაციებისგან, ყურადღება უნდა მივაქციოთ შემდეგ სიმპტომებს: ალერგიის დროს ცხვირიდან გამონადენი უფერო, თხელი, წყლისებურია, ხშირია ცხვირის ქავილი, ცხვირის გაჭედვა ნესტოების მონაცვლეობით. ჩივილებს ტემპერატურა არ ახლავს, სიმპტომები იწყება ალერგენთან კონტაქტისთანავე და გრძელდება ხანგრძლივად გამომწვევი ალერგენების ზემოქმედებისას. გაციების დროს კი ცხვირიდან გამონადენი ჯერ წყლისებური, შემდეგ კი მოყვითალო ფერისაა და შესქელებული, შესაძლებელია ახლდეს ტემპერატურა, ზოგადი სისუსტე, სახსრების ტკივილი.

ალერგიული სურდოს გამომწვევი მიზეზის დასადგენად რეკომენდებულია ალერგოლოგის კონსულტაცია და კანის სინჯების ჩატარება. დიაგნოსტიკა შესაძლებელია პაციენტის ვენური სისხლითაც.

ალერგიული რინიტის მკურნალობის ყველა საფეხურზე რეკომენდებულია ახალი თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენება. არჩევანის გაკეთებისას აუცილებელია ხარისხიანი ანტიჰისტამინის გამოყენება, რომელიც მორგებული იქნება თანამენდროვე ცხოვრების რიტმს, სტილს, არ გამოიწვევს ძილიანობას, იქნება უსაფრთხო საჭიროების შემთხვევაში დოზის გაზრდის პირობებშიც კი, მოქმედებას დაიწყებს სწრაფად, მისი ეფექტურობა შენარჩუნდება ხანგრძლივი დროის მანძილზე და სრულად გააკონტროლებს პაციენტის ალერგიული ხასიათის

მედიკამენტური მკურნალობის გარდა პაციენტს შესაძლებელია დაენიშნოს სპეციფიკური იმუნოთერაპიის კურსი, რაც გულისხმობს მზარდი დოზით გამომწვევი ალერგენის (მაგ. ოთახის მტვრის ტკიპის ალერგენი) ორგანიზმში შეყვანას იმისთვის, რომ მოხდეს ორგანიზმის შეგუება ალერგიის გამომწვევ მიზეზთან.

სტატიის ავტორი: ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრისალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორინინო ლომიძე

R