ერთად გავუმკლავდეთ ამ დაავადებას, გთხოვთ! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ერთად გავუმკლავდეთ ამ დაავადებას, გთხოვთ!

„კოვიდინფექციასთან ბრძოლას 2020 წლის მარტიდან, კლინიკაში პირველი პაციენტის შემოყვანის წუთიდან შევუდექით. ამ პერიოდიდან, ჩემსა და ჩემი ოჯახის ცხოვრებაში, ახალი, უცნობი და ძალიან საშიში მტრის წინაშე, უიარაღო ბრძოლის ეტაპი დაიწყო. ისეთი ორთაბრძოლის, როდესაც რეალური, სამოქმედო იარაღის ნაცვლად, მხოლოდ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება გიმაგრებს ზურგს და იმის იმედს გისახავს, რომ, საბოლოოდ, შეძლებ მტრის დამარცხებას. თუმცა, სამწუხაროდ, პანდემიასთან დაპირისპირება დიდხანს და არაერთი მსხვერპლით გაგრძელდა...

ჩვენი სამუშაო გრაფიკი სტანდარტულია – ვიწყებთ 09:00–ზე და 18:00 საათზე ვასრულებთ. განსაზღვრული სამუშაო დატვირთვის პარალელურად, ყოველ მე-4 დღეს ვმორიგეობ. რთულია ყოველი პაციენტის დამახსოვრება, თუმცა არსებობენ ისეთები, რომელნიც მეხსიერებაში ძალიან დიდხანს რჩებიან. „მოგებული ბრძოლები“ მახსოვს, დამარცხებული ინფექციის შემთხვევები, წაგებული – არა, უფრო სწორად, მინდა, უხსოვარ წარსულში დავმარხო და აღარ გავიხსენო...

გასახსენებელი შემთხვევები, ალბათ, ბევრი გვაქვს, მაგრამ ეს ისტორია არასდროს დამავიწყდება. ახალგაზრდა ქალი, დეპარტამენტში, სუნთქვის მწვავე უკმარისობით შემოიყვანეს და, მალევე, მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ. პაციენტს, ცოტა ხნის წინ, კოვიდით გარდაცვლოდა ქმარი, სახლში კი, 13 წლის შვილთან, პრაქტიკულად, არავინ იყო, ქალის ოჯახის წევრები საქართველოში არ იმყოფებოდნენ. საავადმყოფოში შემოსული თითოეული პაციენტის მკურნალობის პროცესში მიზანი ერთია - უნდა გადავარჩინოთ, თუმცა, ამ შემთხვევაში, ჩვენ ორი სიცოცხლე უნდა გვეხსნა – ბავშვი სულ მარტო, დაობლებული არ უნდა დარჩენილიყო... ორთვიანი ბრძოლა გამარჯვებით დასრულდა! არასდროს დამავიწყდება გასული წლის, 31 დეკემბრის ღამე, ტელეფონზე შემოსული ზარი და ჩემი გადარჩენილი პაციენტის მოლოცვა... ასეთ დროს, ხვდები, რამდენად საოცარი პროფესია გაქვს და რომ იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, ვიდრე სიცოცხლისთვის ბრძოლასა და გადარჩენის პროცესში საკუთარი წვლილის შეტანა.

ვთქვი, წაგებული ბრძოლები არ მახსოვს–მეთქი, თუმცა არც მთლად ასეა საქმე. ვერასდროს დავივიწყებ ერთ უმძიმეს შემთხვევას: ჩვენს კლინიკაში 4 შვილის მამა მკურნალობდა. დასაწყისშივე მძიმე იყო მისი მდგომარეობა, თუმცა, იმედს, ერთი წუთითაც, არ ვკარგავდით, ყველა დეტალს ვებღაუჭებოდით და სასიცოცხლო მაჩვენებლების გამოსწორებას, მაქსიმალურად, ვცდილობდით. საკმაოდ რთული იყო, ერთი მხრივ, ასეთი პაციენტის პალატაში ყურება და, მეორე მხრივ, ოთხი უმწეო ბავშვის თვალებში ჩახედვა და მათი ნუგეშისცემა. დაუღალავი მცდელობისა და ბრძოლის მიუხედავად, ვერ გავიმარჯვეთ...

მას შემდეგ რაც ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, ჩვენს, ანუ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტზე, აღნიშნული ცვლილება, ყველაზე მეტად აისახა: აუცრელი ადამიანები იშვიათად შემოდიან, ლეტალობაც მინიმალურია, ისიც, მხოლოდ ისეთ დროს, როდესაც ანამნეზი მკვეთრად დამძიმებულია და მძიმე თანმხლები დაავადებები ერთვის კოვიდს. ბუნებრივია, აღნიშნულ შემთხვევაში, ვაქცინის ანტისხეულების გამომუშავება იმდენად ინტენსიურად ვეღარ ხდება და, იმუნიტეტდაქვეითებულ პაციენტს, შესაძლოა, სარგებელი ვეღარ მოუტანოს. საყურადღებო და სავალალოა სტატისტიკური მონაცემები: 100 მძიმედ დაავადებულ პაციენტთაგან მხოლოდ რამდენიმე შეიძლება იყოს ვაქცინირებული...

ვაქცინამ გადაარჩინა კაცობრიობა და უნდა გვიხსნას ჩვენც... ერთად გავუმკლავდეთ ამ დაავადებას, გთხოვთ!“

„ერთად გავუმკლავდეთ“ - ამ მოწოდების გარშემო გაერთიანდნენ პანდემიასთან შერკინების წინა ხაზზე მებრძოლი ადამიანები, რომელთაც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო წარმოგიდგენთ. „კოვიდთან მებრძოლები“ და მათი მონათხრობი - ესაა ნამდვილი ისტორიები, რომლებიც უხილავ მტერთან ბრძოლისა და თავდადების ამბავს ასახავს. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს პროექტი - „ერთად გავუმკლავდეთ“ - კოვიდვაქცინაციის პოპულარიზაციასა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას ემსახურება.

#ერთადგავუმკლავდეთ

#ჯეს #ძლიერიჯანდაცვისთვის

#ვაქცინაგვიცავს

#ავიცრათერთმანეთისთვის

#ჯანდაცვა2022