ჯანსაღი მიკროფლორა ძლიერი იმუნური სისტემისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანსაღი მიკროფლორა ძლიერი იმუნური სისტემისთვის

იმუნური სისტემის სიჯანსაღე მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ნაწლავის მიკროფლორა. რითი უკავშირდება ერთმანეთს ჩვენს ორგანიზმში მობინადრე მეგობარი ბაქტერიები და ძლიერი იმუნიტეტი? ამ თემაზე გვესაუბრება პროფესორი, პულმონოლოგი, თორაკალური ქირურგი ბ-ნი ვახტანგ ქაცარავა.

რა კავშირშია კუჭ-ნაწლავის მიკროფლორა ადამიანის იმუნიტეტთან?

ბ-ნი ვახტანგი: ბაქტერიების, განსაკუთრებით კი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მობინადრე ბაქტერიების, ჯანსაღი რაოდენობრივი და თვისობრივი შემადგენლობა განაპირობებს ორგანიზმში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს იმუნობიოლოგიურ, სასიცოცხლოდ აუცილებელ პროცესებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმუნური სისტემისა და ნაწლავის მიკრობიოტის,მიკროფლორის, კავშირს. იმუნური უჯრედების 70-80% ნაწლავშია მობილიზებული და მათ აქტივობაზე გავლენას სწორედ ნაწლავში მობინადრე პრობიოტიკები, ანუ მეგობარი ბაქტერიები, ახდენს. პრობიოტიკები და იმუნური უჯრედები მოქმედებენ სინერგულად და იცავენ ორგანიზმს ვირუსების, ბაქტერიების, ალერგენებისა და სხვა პათოგენის შემოჭრისაგან. მეგობარი ბაქტერიების, განსაკუთრებით ლაქტო და ბიფიდობაქტერიების, იმუნომასტიმულირებელი და დამცველობითი მოქმედება მრავალი ფუნქციით აიხსნება, თუმცა მეტად ყურადსაღები ორი ფაქტორია: პირველი - მათ მიერ გამომუშავებული სპეციალური ნივთიერებებია, რომლებიც იმუნოკომპეტენტური უჯრედების აქტივაციასა და იმუნური პასუხის სტიმულირებას ახდენენ, ანუ ხელს უწყობენ იმუნური უჯრედების მზაობას, დაინახონ და დაამარცხონ პათოგენი; ხოლო, მეორე - ანტიმიკრობული პეპტიდები, ე.წ „ბუნებრივი ანტიბიოტიკებია“, რომლებიც ებრძვიან მავნე მიკრობებს და გვიცავენ ინფექციური დაავადებებისაგან. პრობიოტიკები ასევე უზრუნველყოფენ ორგანიზმში ანთებითი, მეტაბოლური, ჰორმონალური და სხვა მრავალი პროცესის რეგულირებას, ასტიმულირებენ ვიტამინების და მინერალების სინთეზს და ათვისებას - რაც იმუნური სისტემისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

რა იწვევს მიკროფლორის ცვლილებას და რა ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს ცვლილებები? რამდენად უკავშირდება ხშირ ავადობას, გრიპსა და სხვა ინფექციებს?

ბ-ნო ვახტანგი: სტრესი, ანტიბიოტიკოთერაპია, არაბალანსირებული კვება და სხვა მრავალი ფაქტორი იწვევს ორგანიზმში მეგობარი ბაქტერიების რაოდენობრივ და თვისობრივ ცვლილებას ანუ დისბიოზსს (დისბაქტერიოზს). განსაკუთრებული ყურადღება მინდა, გავამახვილო ანტიბიოტიკების არარაციონალურ გამოყენებაზე, რადგან ინტენსიურმა ანტიბიოტიკოთერაპიამ გაახშირა ანტიმიკრობული რეზისტენტობა და ანტიბიოტიკოთერაპიასთან ასოცირებული დიარეის მაჩვენებელი. ანტიბიოტიკების ხანგრძლივი, ხშირი და არამიზნობრივი გამოყენება ანადგურებს ჯანსაღ ფლორას და ამცირებს მავნე ბაქტერიების მგრძნობელობას მედიკამენტების მიმართ. ყველაზე მძიმე ინფექციურ სინდრომად ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები დასახელდა, რადგან ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ასოცირებული სიკვდილიანობის ყველაზე დიდი წილი (1,5 მილიონი) სწორედ მასზე მოდის. ნაწლავის მიკროფლორის დისბალანსის დროს იზრდება ნაწლავური, სასუნთქი გზების, გიპისა და სხვა ინფექციების რისკი, ირღვევა საკვების მონელება, ვიტამინების, მინერალებისა და ელექტროლიტების ბალანსი, ადგილი აქვს იმუნური სისტემის ფუნქციის შესუსტებას და ალერგიულ რეაქციებს. დისბიოზი თავს იჩენს დიარეით, ფაღარათით, ყაბზობით, გულისრევით, ღებინებითა და შებერილობით. დარღვეული მიკროფლორა ასოცირდება ქრონიკულ ანთებასთან და ხშირ ავადობასთან.

bioproni-qacarava-1643963006.jpg

როგორ შეგვიძლია შევინარჩუნოთ ან აღვიდგინოთ ნაწლავის მიკროფლორის ჯანსაღი ბალანსი? როგორია რეკომენდაციები და თქვენი რჩევა?

ბ-ნი ვახტანგი: ორგანიზმში ჯანსაღი მიკროფლორის აღდგენისთვის რეკომენდებულია ე.წ პრობიოტიკების ან სიმბიოტური საშუალებების მიღება. მნიშვნელოვანია, დარწმუნებული ვიყოთ მათ ხარსისხში, უსაფრთხოებასა და ეფექტურობაში. WHO და სხვა ავტორიტეტული სამედიცინო ორგანიზაციები მოგვიწოდებენ, რომ პრობიოტიკების შერჩევისას ყურადღება მივაქციოთ მის შემადგენლობასა და მწარმოებელ კომპანიას. მნიშვნელოვანია, მწარმოებელს გააჩნდეს ხარისხის წარმოებისა და პრობიოტიკში შემავალი შტამების წარმოების სერტიფიკატი. ხოლო, რაც შეეხება შემადგენლობას, მნიშვნელოვანია, პრობიოტიკი შეესაბამებოდეს ჩვენი ორგანიზმის მიკროფლორის რაოდენობრივ და თვისობრივ მახასიათებელს. შესაბამისად, რეკომენდებულია, შეიცავდეს გენეტიკურ დონეზე შესწავლილ ბაქტერიულ შტამებს. ასევე დიდ ყურადღებას ვაქცევთ შტამების რაოდენობას ერთ კაფსულაში ან დოზაში, ეფექტურობისა და უსაფრთხოებისვთის კი რეკომენდებულია თითოეული შტამი იყოს არანაკლებ 10 მილიარდისა. ჩემი გამოცდილებით, შემიძლია, გირჩიოთ ევროპაში წარმოებული და ჩემი ევროპელი კოლეგების მიერ აპრობირებული ბრენდი „ბიოპრონ 9 პრემიუმი“ რომელიც სწრაფად და ხანგრძლივი დროით აღადგენს ორგანიზმის ჯანსაღ მიკროფლორას . მისი ეფექტიანობა და უსაფრთხოება დაკავშირებულია წარმოების მაღალტექნოლოგიურობასთან. „ბიოპრონ 9 პრემიუმი“ წარმოდგენილია სპეციალური აციდორეზისტენტული კაფსულით, რომელსაც გააჩნია პრობიოტიკის მრავალშრიანი პროტექცია-დაცვა კუჭ-ნაწლავის მჟავე გარემოსგან და უზრუნველყოფს ჩვენი ორგანიზმისთვის მასში არსებული 10 მილიარდი ცოცხალი ბაქტერიის 9 შტამის მაღალ სიცოცხლისუნარიანობას, ნაწლავის კედელზე კოლონიზაციისა და,შესაბამისად, მიკროფლორის აღდგენის სწრაფ და ხანგრძლივად შენარჩუნების უნარს. ამიტომ, მისი მიღება ეფექტურია კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობისას, ისეთი დაავადებებისას, როგორებიცაა: გასტრიტი, კუჭის წყლული, დისპეფსიური მოვლენები და სხვა. აგრეთვე „ბიოპრონ 9 პრემიუმში“ შემავალი ბაქტერიული შტამები ხასიათდება იმუნობიოლოგიური მოქმედებით და როგორც თოთოეული მათგანის, ასევე უშუალოდ „ბიოპრონ 9 პრემიუმის“, თერაპიული ეფექტიანობა და უსაფრთხოება დადასტურებულია კლინიკური კვლევებით, როგორც ანტიბიოტიკოთერაპიისას, ასევე სხვა ინფექციებისა და დაავადებების დროს. ბიოპრონ 9 პრემიუმი რეკომენდებულია მოზრდილებში 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში ანტიბიოტიკოთერაპიისა და მის შემდგომ პერიოდში, დისბაქტერიოზის პროფიალქტიკისა ან თერაპიის მიზნით.

R