ლეიკემიის მკურნალობა CAR-T  მეთოდით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლეიკემიის მკურნალობა CAR-T  მეთოდით

მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა, 10 წლის შემდეგაც მათი დაავადება რემისიას განიცდის.

CAR-T თერაპიით მკურნალობას ლეიკემიისაგან განკურნება შეუძლია. ეს არის მეთოდი, რომლის დროსაც T უჯრედები, რომლებიც გენეტიკურად არიან მოდიფიცირებულები, კიბოს უჯრედებს ანადგურებენ.

უფრო ზუსტად, თერაპიის დროს პაციენტის T უჯრედებს ლაბორატორიაში ხელახალა აპროგრამებენ, ასწავლიან კიბოს უჯრედების ამოცნობას და მათზე თავდასხმას, რის შემდეგაც უკვე მოდიფიცირებული T- უჯრედები კვლავ პაციენტის ორგანიზმში შეჰყავთ.

CAR-T მეთოდით მკურნალობა სისხლის კიბოს სხვადასხვა ფორმას ეფექტურად ებრძვის.

პაციენტების ორგანიზმში, რომლებმაც 10 წლის წინ აღნიშნული თერაპიით იმკურნალეს, სიმსივნური უჯრედები სრულად განადგურდა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ისიც, რომ მათ სისხლში CAR-T უჯრედები ამ დროის შემდეგ კვლავ განაგრძობენ არსეობობას.

როგორც ერთ-ერთი პაციენტი აღნიშნავს, ის მკურნალობის დაწყებიდან მხოლოდ რამდენიმე დღე იყო ავად და ეს გახლდათ იმუნური რეაქციის ბრალი, ე.წ ციტოკინის გათავისუფლების სინდრომი. რამდენიმე დღეში უსიამოვნო სიმპტომები გაქრა და მის ორგანიზმში არც ერთი კიბოს უჯრედი აღარ არსებობდა, ის ლეიკემიისაგან სრულად

სამწუხაროდ, მეორე პაციენტი 2021 წელს კოვიდ19-ით ინფიცირების შედეგად გარდაიცვალა.

მნიშვნელოვანი არის ის, რომ T-უჯრედები წლების მერეც რჩება ორგანიზმში, ლაპორატორიულ პირობებში კი მათ კვლავ შესწევთ კიბოს უჯრედების განადგურების უნარი.

CAR-T თერაპიით მკურნალობისას სრული რემისია ლეიკემიით დაავადებულ პაციენტთა 25%-ში არის ნაჩვენები. მაჩვენებელი მაღალია ზოგიერთი ლიმფომის მკურნალობისას, ასევე პედიატრიულ პაციენტებში.

მიუხედავად იმისა, რომ გენიალურია CAR-T თერაპიით მკურნალობის შედეგები, აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მეთოდი ყველა პაციენტისთვის ერთნაირად შედეგიანი არ არის. ახლა მეცნიერების მიზანია შეისწავლონ თუ როგორ და რა პრინციპით მუშაობს CAR-T თერაპია და რა არის საჭირო იმისათვის, რომ ის უფრო მეტი ადამიანისთვის იყოს გადარჩენის გზა.