თამარ გაბუნია - 12 წლამდე ბავშვებს სჭირდებათ განსხვავებული დოზის ვაქცინა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თამარ გაბუნია - 12 წლამდე ბავშვებს სჭირდებათ განსხვავებული დოზის ვაქცინა

ვაქცინაციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საქართველოში კოვიდ 19-ის ვაქცინაციის განხორციელების ეროვნული გეგმა განიხილეს.

როგორც მან სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ გეგმის მიხედვით, გათვალისწინებულია 12 წლამდე ბავშვების განსხვავებული დოზით ვაქცინაცია, ე.წ ბუსტერ დოზით ვაქცინაციის გაგრძელება და სრული მოსახლეობის 70%-ის აცრა.

„გეგმის ვერსია, რომელიც დღეს ჩვენ ვაქცინაციის საბჭოზე განვიხილეთ, საერთაშორისო რეკომენდაციებს მიყვება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამიზნე არის საერთო მოსახლეობის 70%-ის აცრა ივლისის თვემდე. აქედან გამომდინარე, ჩვენთვისაც სასურველი მიზანი არის ის, რომ მივყვეთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას და ზოგადად, საერთაშორისო ამოცანებს, თუმცა გასათვალისწინებელია არსებული სიტუაცია, ის ფონი და საჭიროებები, რომელიც "ომიკრონის" შემდეგ იქმნება, ამან შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები გამოიწვიოს, როგორც სამიზნესთან, ასევე დეტალებთან დაკავშირებით. სამიზნე ჯგუფები ვაქცინაციის მიზნებისთვის მომავალ წელსაც იგივეა, ეს არის მაღალი ასაკის მოსახლეობა, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, სამედიცინო პერსონალი, სხვა ჯგუფები, ვისაც აქვს მაღალი რისკი თავისი პროფესიიდან გამომდინარე, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ამ ჯგუფების მოცვა. ასევე ვაკეთებთ აქცენტს „ბუსტერ“ დოზის მნიშვნელობაზე, რადგან „ომიკრონის“ მიმდინარეობიდან გამომდინარე, გამოიკვეთა, რომ „ბუსტერ“ დოზა ძალიან მნიშვნელოვანია. გეგმაში ასევე გათვალისწინებულია დღეს შემუშავების პროცესში მყოფი ვაქცინების ბაზარზე გამოჩენის შესაძლებლობა, რომელთაც ექნებათ კიდევ განსხვავებული მახასიათებლები, იქნებიან ადაპტირებული ახალ შტამებთან მიმართებით და გეგმამ ესეც უნდა გაითვალისწინოს შესყიდვის პროცესში“, -განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, გეგმის მიხედვით, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ვაქცინები გათვალისწინებულია.

„ბავშვთა ასაკის ვაქცინები გეგმით ასევე გათვალისწინებულია, 12 წლის ზემოთ უკვე ისედაც მიმდინარეობს, 12 წლამდე ბავშვებს სჭირდებათ განსხვავებული დოზის ვაქცინა, ეს ვაქცინაც შესულია გეგმის ნაწილში და ჩვენ ამასთან დაკავშირებით მწარმოებლებთან წინასწარი მოლაპარაკება გვაქვს“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე განმარტებით, წამახალისებელი ღონისძიებები კვლავ მიმართული იქნება ასაკოვანი ადამიანებისთვის.