თამარ გაბუნია - საწოლფონდის 35 % თავისუფალია, რეანიმაციაში პაციენტების რაოდენობა მცირდება, ბავშვების შემთხვევების უმრავლესობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თამარ გაბუნია - საწოლფონდის 35 % თავისუფალია, რეანიმაციაში პაციენტების რაოდენობა მცირდება, ბავშვების შემთხვევების უმრავლესობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა

ჰოსპიტალურ სექტორში 8200-მდე მობილიზებული საწოლიდან 35%-მდე თავისუფალია.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რეანიმაციულ განყოფილებაში 263 პაციენტი რჩება.

ამასთან, მისივე თქმით, ტესტირების პროგრამა გრძელდება ისე, როგორც ეს 1-ელ თებერვლამდე იყო.

„ჰოსპიტალურ სექტორში 8200-მდე საწოლი გვაქვს მობილიზებული. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების სწრაფი მატება გვაქვს, ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლები არის 35%-მდე. კარგია ის, რომ რეანიმაციაში პაციენტების რაოდენობა მცირდება. 263 პაციენტი იტარებს მკურნალობას რეანიმაციაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არის 1048 პაციენტი. მობილიზებულია ასევე, ცალკე ბავშვებისთვის საწოლფონდი და ბავშვების შემთხვევების უმრავლესობა არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. დაყოვნების საშუალო ხანგრძლივობა არის 1-დან 3 დღემდე. რაც შეეხება პირველად ჯანდაცვას, დღეიდან შევიდა კიდევ ერთი ცვლილება და სრულად დეცენტრალიზებულ მოდელზე გადავედით, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მეთვალყურეობა მიიღოს თავისივე ოჯახის ექიმისგან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულ პირებში, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, რომლებმაც იციან, ვინ არის მათი ოჯახის ექიმი და როგორც კი დიაგნოზი დაუდასტურდებათ, შეუძლიათ ოჯახის ექიმს დაუკავშირდნენ და მისგან მიიღონ რჩევა. ტესტირებების პროგრამა გრძელდება ისევე, როგორც ეს გასული თვეების განმავლობაში იყო. უსიმპტომო პირებში ჩვენ ვნახეთ 20-23% შემთხვევებისა დასტურდებოდა, ამდენად ეს პროგრამა გაგრძელდება,“ - განაცხადა გაბუნიამ.