კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების მკურნალობის განახლებულ პროტოკოლში ანტივირუსულ მკურნალობაზეა საუბარი, სადაც აქცენტი „რემდესივირზე“ კეთდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების მკურნალობის განახლებულ პროტოკოლში ანტივირუსულ მკურნალობაზეა საუბარი, სადაც აქცენტი „რემდესივირზე“ კეთდება

სადაც აქცენტი „რემდესივირზე“ კეთდება.

დოკუმენტის თანახმად, როდესაც „რემდესივირის“ მიწოდება შეზღუდულია, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს მძიმე მიმდინარეობის მქონე ავადმყოფებს.

"მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ით დაავადებულ ბავშვებში „რემდესივირის“ სარგებლობის შესახებ მონაცემები ნაკლებია, მას უპირატესობა ენიჭება სხვა ანტივირუსულ აგენტებთან შედარებით, რადგან რანდომიზებული კვლევების მონაცემებმა ზრდასრულ პაციენტებში აჩვენა, რომ მას შეუძლია შეამციროს გამოჯანმრთელების დრო და გაზარდოს გადარჩენის მაჩვენებელი. როდესაც „რემდესივირის“ მიწოდება შეზღუდულია, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს მძიმე მიმდინარეობის მქონე ავადმყოფებს, ვიდრე კრიტიკული დაავადების მქონე პაციენტებს, ვინაიდან ამ პაციენტთათვის „რემდესივირით“ მკურნალობის სარგებელი გაურკვეველია.

„რემდესივირის“ როლი COVID-19-ით დაავადებულ პაციენტების მკურნალობაში რჩება დაუზუსტებელი. ზოგიერთი ექსპერტი (მათ შორის, ჯანმო) არ იძლევა მისი გამოყენების რეკომენდაციას ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში. აშშ-ში „რემდესივირი“ დამტკიცებულია FDA-ის მიერ კორონავირუსის სამკურნალოდ ჰოსპიტალიზებულ მოზრდილებში და ≥12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, რომელთა წონა ≥40 კგ-ს. „რემდესივირი“ ასევე ხელმისაწვდომია გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციით სხვა ჰოსპიტალიზებული ბავშვებისთვისაც, რომლებიც იწონიან ≥3,5 კგ-ს.

„რემდესივირი“ დოზირებულია წონის მიხედვით შემდეგნაირად: -3.5 კგ-დან 40 კგ-მდე: 5 მგ/კგ ინტრავენური (IV) დოზა 1 დღეს, რასაც მოჰყვება 2.5 მგ/კგ IV ყოველ 24 საათში -≥40 კგ: 200 მგ IV დატვირთვის დოზა 1 დღეს, შემდეგ 100 მგ IV ყოველ 24 საათში.

მძიმე დაავადების მქონე ბავშვებისთვის თერაპიის ხანგრძლივობა 5 დღემდეა. კრიტიკული მიმდინარეობის მქონე ბავშვებისთვის, რომელებიც არ უმჯობესდებიან 5 დღის შემდეგ, მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 10 დღემდე. „რემდესივირის“ გვერდითი ეფექტები მოიცავს გულისრევას, ღებინებას და ტრანსამინაზების მატებას”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

12 წელზე მეტი ასაკის არაჰოსპიტალიზებული ბავშვებისთვის, რომლებიც იწონიან ≥40 კგ-ს და რომლებთაც აქვთ სიმპტომატური, მსუბუქი და ზომიერი COVID-19 და იმყოფებიან მძიმე დაავადების პროგრესირების რისკის ქვეშ ი/ვ „რემდესივირი“ კიდევ ერთი ვარიანტია. „რემდესივირი“ უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე, სიმპტომების დაწყებიდან შვიდი დღის განმავლობაში. რეჟიმი ასეთია: 200 მგ ი/ვ, ერთჯერადად, პირველ დღეს, შემდეგ 100 მგ მე-2 და მე-3 დღეს.

რაც შეეხება, „ბარიციტინიბის“, პროტოკოლის თანახმად, FDA-მ გასცა „ბარიციტინიბის“ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია ≥2 წლის ასაკის პაციენტებში, რომლებიც ჰოსპიტალიზებული არიან COVID-19-ით და საჭიროებენ ECMO ან ვენტილაციურ მხარდაჭერას. თუმცა ინფორმაცია ბარიციტინიბის სარგებლის და რისკების შესახებ COVID-19-ით დაავადებულ ბავშვებში შეზღუდულია. ამასთან აღნიშნულია, რომ იდეალურ შემთხვევაში ის უნდა იქნას გამოყენებული კლინიკური კვლევის კონტექსტში.

რაც შეეხება გლუკოკორტიკოიდულ საშუალებებს, გლუკოკორტიკოიდები ინიშნება ბავშვებში, რომელთაც აქვთ კოვიდ-ის კრიტიკული და მძიმე მიმდინარეობა (ესაჭიროებათ მექანიკური ვენტილაცია, ოქსიგენაცია ან აქვთ დაავადების პროგრესირების რისკ-ფაქტორები). თერაპიის ხანგრძლივობა 10 დღემდეა ან გაწერამდე, რომელიც უფრო მცირეა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბავშვებში კორონავირუსის სამკურნალოდ ანტივირუსული საშუალებების ეფექტურობის შესახებ კონტროლირებადი კვლევების ნაკლებობის გათვალისწინებით ანტივირუსული თერაპია უნდა განიხილებოდეს თითოეულ შემთხვევაში და სასურველია მოხდეს კლინიკური კვლევის კონტექსტში. როგორც პროტოკოლშია ნათქვამი ანტივირუსული თერაპია უნდა გამოვიყენოთ ბავშვებში, რომლებსაც დადასტურებული აქვთ SARS-COV-2 და მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომი.

რაც შეეხება ბავშვებში კორონავირუსის ინფექციის მსუბუქად მიმდინარეობას, ამ შემთხვევაში პაციენტების ჰოსპიტალიზაცია აუცილებელი არ არის, თუმცა რეკომენდებულია მათი იზოლაცია ინფექციის გადაცემის პრევენციის მიზნით.