რომელი დაავადება ზრდის 32-ჯერ გაფანტული სკლეროზის განვითარების რისკს
ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ უკურნებელი ნევროლოგიური დაავადების შესაძლო გავნვითარებაზე შეიძლება მოქმედებდეს ინფექციური მონონუკლეოზი, რომლის გამომწვევია ეპშტეინ-ბარის ვირუსი. აღნიშნული ვირუსი დედამიწის მოსახლეობის 80%-ს აქვს. ამასთან სხვა ინფექციური დაავადებების არსებობა გავლენას არ ახდენდა გაფანტული სკლეროზის განვითარებაზე.
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ასევე განაცხადეს, რომ მზის სხივები დადებითად მოქმედებენ გაფანტული სკლეროზის განვითარებაზე. მათი თქმით, ყოველდღიურად მზეზე ყოფნით შესაძლებელია თავი დავიცვათ გაფანტული სკლეროზისა და აუტოიმუნური დაავადებების განვითარებისაგან. საჭიროა მეტი ვისეირნოთ სუფთა ჰაერზე მზიან ამინდში, რადგანაც მზე დადებით გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე და აქვეითებს დაავადებების განვითარების რისკს.