ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე „ფაიზერის“ ვაქცინის 500 000 დოზის მარაგია და დამატებით დოზებთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე „ფაიზერის“ ვაქცინის 500 000 დოზის მარაგია და დამატებით დოზებთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს

ქვეყანაში ამ ეტაპზე „ფაიზერის“ ვაქცინის 500 000 დოზის მარაგია და დამატებით დოზებთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე ან მომავალი კვირის დასაწყისში დასრულდება. მისივე თქმით, ვაქცინაციის გასააქტიურებლად დაიგეგმა მობილური ჯგუფების გასვლა რეგიონებში, სადაც ვაქცინაცია არ იყო ხელმისაწვდომი.

„ფაიზერს“ რაც შეეხება, ჩვენ ადგილზე გვაქვს 500 000-ზე მეტი დოზა. სხვა ვაქცინები კიდევ მილიონნახევრის ფარგლებში. რაც დავგეგმეთ, არის ის, რომ მიმდინარე კვირის ბოლოდან, იმ რეგიონებში, სადაც ნაკლებად იყო ხელმისაწვდომი ვაქცინაცია, ჩვენი 30-დან 40-მდე მობილური ჯგუფი გავა სხვადასხვა რეგიონში და ადგილზე შესთავაზებს მოსახლეობას ვაქცინაციას. ასევე, ვიწყებთ აქტიურ საკომუნიკაციო კამპანიას ამასთან დაკავშირებით. კარგად მოხდება იმის ახსნა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ვაქცინაციას და იცით, რომ დამატებით ვაქცინაციაზე დავიწყეთ სამოტივაციო სისტემაც - 200 ლარს ვიხდით 50 წელს ზევით ვაქცინირებულებისთვის და მესამე დოზის შემთხვევაში - 100 ლარს. ეს ყველაფერი ერთობლიობაში ვფიქრობთ, 500 000 დოზა „ფაიზერის“ გახარჯვის საშუალებას მოგვცემს, პარალელურად სხვა ვაქცინების. ეს არის, რაც დავგეგმეთ მასიური კომუნიკაციის და ადგილზე ჩასვლის კუთხით, ისე ყოველდღიურად 7-დან 8 ათასამდე ისედაც კეთდება.

მოლაპარაკება ახალ პარტიაზე „ფაიზერთან“ დაწყებული გვაქვს და შეთანხმებიდან 4 -6 კვირის განმავლობაში ჩამოვა,“- განაცხადა აზარაშვილმა.