მაგნიუმის დეფიციტი კიბოს უჯრედების სწრაფ პროგრესირებასთან ასოცირდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მაგნიუმის დეფიციტი კიბოს უჯრედების სწრაფ პროგრესირებასთან ასოცირდება

მაგნიუმის დეფიციტი მრავალ დაავადებასთან არის დაკავშირებული. ჯანდაცვის ექსპერტების განმარტებით, ის არსებითად მნიშვნელოვანი მიკრომინერალია, რომელიც ადამიანის ორგანიზმს საკმაოდ დიდი რაოდენობით სჭირდება.

აღნიშნული მინერალით მდიდარია: ნუში, არაქისი, ნიგოზი, ისპანახი და სხვ.მაგალითად, 100 გრამი ნიგოზი მაგნიუმის დღიური ნორმის 63%-ს შეიცავს.

დღის განმავლობაში საჭირო რაოდენობის მაგნიუმის მიღება ჯანმრთელ ძვლებთან ასოცირდება. ამასთან, მინერალი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკსაც ამცირებს.

მაგნიუმი აუცილებელია იმისათვის, რომ ჯანმრთელი კუნთები შევინარჩუნოთ, ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნერვული იმპულსების გადაცემაში, არტერიული წნევის რეგულირებასა და იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში.

კვლევები აჩვენებს, რომ თაგვების ორგანიზმში, რომელთა კვების რაციონშიც მცირე რაოდენობით მაგნიუმის შემცველი პროდუქტები შედის, სიმსივნური უჯრედები სწრაფად მრავლდებიან.

ამასთან, მათ უფრო სუსტი იმუნიტეტი აქვთ და ვირუსებთან შებრძოლების საკმარისი უნარი არ გააჩნიათ.

ახალი კვლევისას, შვეიცარიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ T ლიმფოციტები ანუ T ქილერები ( იმუნური სისტემის უჯრედები) ორგანიზმს სიმსივნური უჯრედების და ვირუსების განადგურებაში ეხმარებიან მაშინ, როდესაც ის მაგნიუმის დეფიციტს არ განიცდის.

როგორც მკვლევარებმა კლინიკური კვლევის(კიბოს იმუნოთერაპიის) მონაცემების ანალიზით დაადგინეს, სისხლის შრატში მაგნიუმის დაბალი რაოდენობა კიბოს სწრაფ პროგრესირებასთან ასოცირდება.

მკვლევარები იმუნოთერაპიის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად ახალი მექანიზმის გამოცდას აპირებენ, რომლის დროსაც მაგნიუმით და ანტისხეულებით დაფარულ ლიპიდურ ნანონაწილაკებს გამოიყენებენ.

მათ აინტერესებთ, თუ რამდენად გააუმჯობესებს მინერალის დანამატი იმუნოთერაპიის პროცესს კიბოს მქონე პაციენტებში. ამასთან, ისინი აპირებენ მაგნიუმის აბებისა და ინექციის ეფექტურობის შემოწმებასაც.

მიუხედავად გარკვეული კავშირისა, რომელიც აღმოჩნდა სისხლის შრატში მინერალის დაბალ დონესა და სიმსივნური უჯრედების პროგრესირებას შორის, უცნობია, შეუძლია თუ არა კიბოს პრევენცია მაგნიუმით მდიდარ კვების რაციონს.