თამარ გაბუნია - დღეის მდგომარეობით, 102 ონლაინ კლინიკა ფუნქციონირებს, ქვეყნის მასშტაბით განაწილებულია 2 500 ექიმი - ცხელ ხაზზე გუშინ 5600 ზარი დაფიქსირდა, რაც რეკორდული რაოდენობაა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თამარ გაბუნია - დღეის მდგომარეობით, 102 ონლაინ კლინიკა ფუნქციონირებს, ქვეყნის მასშტაბით განაწილებულია 2 500 ექიმი - ცხელ ხაზზე გუშინ 5600 ზარი დაფიქსირდა, რაც რეკორდული რაოდენობაა

რომ ყველა ინფიცირებულს გაეწიოს მეთვალყურეობა, სამომავლოდ თუკი დადგება პრიორიტეტიზაციის აუცილებლობა, შეიძლება ოჯახის ექიმმა პრიორიტეტი მიანიჭოს 65 წელს ზევით მოსახლეობას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის ქვეყანაში 2500 ოჯახის ექიმია განაწილებული, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში.

„უკვე ამ კვირის განმავლობაში 102 ონლაინ კლინიკა გააქტიურდა. სულ ქვეყანაში დაახლოებით 2500 ოჯახის ექიმია განაწილებული როგორც სახელმწიფო სისტემაში, ასევე კერძო დაწესებულებებში და სადაზღვევო ქსელში. გარდა ამისა, მუშაობს ცენტრალური ონლაინ კლინიკა 15 22-ის სახით, ზარების რაოდენობა გუშინ გახლდათ 5600, რაც არის გარკვეულწილად რეკორდული რაოდენობა მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც 15 22 მუშაობს, აქაც დაემატა რესურსი, გაორმაგდა ექიმების რესურსი და ჯერჯერობით დაყოვნების ხანგრძლივობა არის წუთი, შეიძლება იყოს მაქსიმუმ 3-4 წუთი. ამ ეტაპზე მართვადია ეს ყველაფერი, თუმცა ოჯახის ექიმები აკეთებენ უკვე პრიორიტეტული ზარების გამოყოფას, რაც ნიშნავს იმ პირს, ვინც არის 65 წელს ზევით, აქვს ქრონიკული დაავადება და მთავარი ცვლილება ჩვენთვის მოკლე ხანში იქნება ის, რომ თითოეული ოჯახის ექიმი მართავს მასთან რეგისტრირებულ მოსახლეობას, თუკი მას გამოუვლინდა კოვიდი. თუკი აქამდე მოსახლეობის გადანაწილება ხდებოდა ძირითად ონლაინ კლინიკებს შორის, ვინაიდან ახლა ყველა არის უკვე ჩართული, ყველა პირს, ვინც რეგისტრირებულია, ექნება საშუალება დაუკავშირდეს თავის ოჯახის ექიმს ან დაელოდოს მის ზარს. დღესაც არსებობს ეს მექანიზმი, თუ ზარი ყოვნდება 15 22 არსებობს იმისთვის, რომ ასეთ შემთხვევაში პაციენტს თავად ჰქონდეს ექიმთან დაკავშირების შესაძლებლობა. დღევანდელი მდგომარეობით, 102 ონლაინ კლინიკა და ასევე 15 22 -ის რესურსი საკმარისია, რომ ყველა - 87 609 აქტიურ შემთხვევას გაეწიოს მეთვალყურეობა, სამომავლოდ თუკი დადგება პრიორიტეტიზაციის აუცილებლობა, შეიძლება ოჯახის ექიმმა პრიორიტეტი მიანიჭოს 65 წელს ზევით მოსახლეობას,“- განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება კვლევებს და ანალიზებს, როგორც გაბუნია აღნიშნავს, ამის საჭიროებას წყვეტს ოჯახის ექიმი.

„პროტოკოლი, რომელიც გვაქვს კოვიდის მართვისთვის, განახლდა დეკემბრის ბოლოს, აქამდეც და ახლაც ლაბორატორიული კვლევები ამბულატორიულ პირობებში ინიშნება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით. ხშირად არის, რომ კლინიკური მდგომარეობა არ მიუთითებს კვლევების საჭიროებაზე, ასეთ შემთხვევაში ოჯახის ექიმი ამ გადაწყვეტილებას აცნობებს პაციენტს და სთხოვს მას გააგრძელოს მკურნალობა ბინაზე დამატებითი გამოკვლევების გარეშე,“ - განაცხადა გაბუნიამ.