კოვიდ19-ით ინფიცირებისას სუნის დაკარგვა შესაძლოა, გენეტიკური თავისებურებით იყოს გამოწვეული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კოვიდ19-ით ინფიცირებისას სუნის დაკარგვა შესაძლოა, გენეტიკური თავისებურებით იყოს გამოწვეული

კოვიდ19-ით ინფიცირებისას ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომი ყნოსვისა და გემოვნების დაკარგვაა. ახლახანს მკვლევარებმა დაადგინეს, რომ აღნიშნული სიმპტომის განვითარებას შესაძლოა, გარკვეული გენეტიკური ფაქტორები განაპირობებდეს.

კვლევას, რომელშიც კოვიდით ინფიცირებული 70 000 ზრდასრული ადამიანი იყო ჩართული, აჩვენა, რომ მეოთხე ქრომოსომაზე გენების გარკვეული წყობა 11%-ით ზრდის კოვიდით ინფიცირებისას ყნოსვის დაქვეითების შანსს.

მონაწილეებს გენეტიკური ტესტირება, დნმ-ის ანალიზი ჩაუტარდათ.

როგორც აღმოჩნდა, ადამიანები კოვიდით ინფიცირებისას ყნოსვას კარგავენ მაშინ, როდესაც UGT2A1 და UGT2A2 - აღნიშნული ორი გენი, რომლებიც ყნოსვაზე არიან პასუხისმგებელნი, მე-4 ქრომოსომის ლოკუსში ხვდებიან.

ინფიცირებისას მე-4 ქრომოსომა მგრძნობელობის დაკარგვასთან ასოცირდება.

ორივე გენი ფერმენტებს აწარმოებს, რომლებიც არომატული ნივთიერება ოდორანტის მეტაბოლიზმში ღებულობენ მონაწილეობას. ოდორანტი სპეციფიკურ სუნებს წარმოქმნის.

კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსი ყნოსვის მხარდამჭერ უჯრედებზე ზემოქმედებს. ასევე, ინფიცირებისას ამ ორი გენის UGT2A1/ UGT2A2 სიახლოვე მათ ჩართულობაზეც მოქმედებს, რაც ყნოსვის პრობლემებს იწვევს.

რაც შეეხება გემოს დაკარგვას, კვლევა არ იძლევა იმის შესახებ ინფორმაციას, არის თუ არა გემოს დაკარგვაც გენეტიკური ცვლილებით განპირობებული. თუმცა, მკვლევარები აღნიშნავენ, რომ სუნის დაკარგვას, თან ახლავს ხოლმე სუნის დაქვეითებაც.