მენოპაუზის დროს „ცუდი ქოლესტერინის“ დონე მატულობს
მენოპაუზის დაწყებისას და შემდეგაც, ქალის ორგანიზმში შეიძლება ქოლესტერინის დონემ მოიმატოს.
2018 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მენოპაუზამდე ქალებს ესტროგენები გულის დაავდებების განვითარებისაგან იცავს.
2020 წელს ჩატარებული კვლევისას კი აღმოჩნდა, რომ მენოპაუზის შემდეგ „ცუდი ქოლესტერინის“ და ტრიგლიცერიდების დონე მატულობს. ამასთან, ქალები მენოპაუზის დასაწყისში „ცუდი ქოლესტერინის“ მატებას ნაკლებად განიცდიან, თუმცა „კარგი ქოლესტერინის“ დონე მაინც მცირდება.
ღვიძლი მეტაბოლურ პროცესებში ცხიმოვანი მჟავების, ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების გამოყენებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ესტროგენი კი ღვიძლში ლიპიდების მეტაბოლიზმს უწყობს ხელს. შესაბამისად, მენოპაუზის დროს ესტროგენების დონის შემცირება, „ცუდი ქოლესტერინის“ და ტრიგლიცერიდების დონის მატებას იწვევს.
ზოგადად, ესტროგენების დონის შემცირება ჯანმრთელობის პრობლემებთან ასოცირდება. მაგალითად, ქალებში მენოპაუზის დაწყებისას გულის დაავადების განვითარების რისკი ორჯერ მატულობს.
რაც შეეხება მაღალი ქოლესტერინის დონეს, ის ინფარქტის და ინსულტის განვითარების რისკს წარმოადგენს. ცუდი არის ისიც, რომ ადამიანი ვერ გრძნობს, როდესაც ქოლესტერინის დონე მომატებული აქვს.
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციით, ადამიანმა ქოლესტერინის დონე მინიმუმ ყოველ 5 წელიწადში ერთხელ უნდა შეიმოწმოს. მენოპაუზის დაწყებისას და შემდეგ კი უფრო ხშირად უნდა ჩაიტაროთ სკრინინგი.