პრემიერი - კოვიდ 19-ის შემთხვევების მზარდი დინამიკა არ ასახულა ჰოსპიტალურ სექტორზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრემიერი - კოვიდ 19-ის შემთხვევების მზარდი დინამიკა არ ასახულა ჰოსპიტალურ სექტორზე

და ზეწოლა ძირითადად ლაბორატორიულ და პირველადი ჯანდაცვის სექტორზეა - აუცილებელია, რომ 50 წელს ზევით წამახალისებელი ღონისძიებები ჩავატაროთ და ყველა ის ვაქცინა, რომელიც დღეს ხელმისაწვდომია, ათვისებული იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ აუცილებელია ვაქცინაციის პროცესის გაფართოება.

„მიმდინარე კვირაში მზარდია კოვიდით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა. ქვეყნის შესაბამისი სექტორები მზადყოფნაშია. ინტენსიურად მიმდინარეობს ეპიდპარამეტრების მონიტორინგი და მათი უწყვეტი ანალიზი. ბოლო დღეების განმავლობაში ტესტირებით გამოვლენილია დაინფიცირების საკმაოდ მაღალი დღიური ციფრი, თუმცა სიკვდილიანობა 1.4%-ია, რაც საკმაოდ დაბალია და კლების ტენდენცია ამ კვირაშიც ნარჩუნდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დრომდე, მიუხედავად ახალი შემთხვევების მზარდი დინამიკისა, ეს ყოველივე არ ასახულა ჰოსპიტალურ სექტორზე და ზეწოლა ძირითადად ლაბორატორიულ და პირველადი ჯანდაცვის სექტორზეა. ჩვენ ვაკვირდებით პროცესს.

მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. მე და ბატონმა აზარაშვილმა ვისაუბრეთ და ჩვენი სურვილია, რომ ვაქცინაცია გაფართოვდეს. გვინდა, რომ რეგიონებსა და სოფლებში უფრო ინტენსიურად დავიწყოთ ვაქცინაცია. მოსახლეობას შევახსენებ, რომ 50 წელს ზევით 200-ლარიან წამახალისებელ დანამატს ვუხდით და გვინდა, ეს პროცესი უფრო გავაფართოვოთ - სოფლებში ჩავიტანოთ ვაქცინები. იმის მიუხედავად, რომ "ომიკრონი" საკმაოდ სუსტად მიმდინარეობს, საფრთხე მაღალია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ასაკშია და ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს. ამიტომ აუცილებელია, რომ ამ ჯგუფებზე მეტი აქცენტი გაკეთდეს და 50 წელს ზევით წამახალისებელი ღონისძიებები ჩავატაროთ და ყველა ის ვაქცინა, რომელიც დღეს ხელმისაწვდომია, ათვისებული იყოს”,- განაცხადა პრემიერმა.