გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ, ასევე ერთმანეთის ჯანმრთელობას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ, ასევე ერთმანეთის ჯანმრთელობას

„COVID 19-ის პანდემიასთან ბრძოლა ჩემი ყოველდღიურობა და ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. ყოველ დილით, დიდი შემართებით, ვიღვიძებ და პაციენტების დაავადებათაგან განკურნებისა და თავის დაღწევის ახალ გზებს ვეძებ, ხოლო, გვიან საღამოს, კლინიკიდან გამოსულს, პაციენტების განცდები მიმყვება სახლში. თითოეულის ემოცია მახსოვს, განკურნების შემდეგ, მათი სიტყვებითა და თვალებით გადმოცემული გრძნობები.

უამრავ გამოჯანმრთელებულ ავადმყოფს შორის, არ მავიწყდება 86 წლის ქალბატონი, რომელიც ხშირად მირეკავს. თითოეულ შემოსულ ზარზე, პირველი რასაც ვფიქრობ – ნეტა, რამე ხომ არ უჭირს–მეთქი. ის კი, ყოველთვის, საოცრად თბილი ხმით მპასუხობს: „მოგიკითხე, შვილო, როგორ ხარ, ხომ მშვიდად გყავს ყველა პაციენტი? მე კარგად ვარ, არამიშავს, შენთან საუბრის მერე ძალა მემატება“.

კოვიდთან ბრძოლის პროცესში, ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის გამხნევება, სამკურნალო პრეპარატებთან და ავადმყოფის ოჯახის წევრების ჩართულობასთან ერთად. სამწუხაროდ, ყოველდღე, დიდ ძალისხმევას ვხარჯავთ ჩვენი თანამემამულეების ვაქცინაციის მნიშვნელობასა და აუცილებლობაში დარწმუნების თვალსაზრისით.

პაციენტების უმრავლესობა, სიმპტომების შემსუბუქების შემდეგ, ერთსა და იმავე შეკითხვას მისვამს: „ექიმო, როდის გამწერთ?“, მე კი ვპასუხობ – გაგწერთ მაშინ, როდესაც, არც საკუთარი თავისა და არც სხვათა ჯანმრთელობისთვის, საფრთხის მატარებელი არ იქნებით.

გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ, ასევე ერთმანეთის ჯანმრთელობას – ეს ჩემი მთავარი დევიზია. ვაქცინა ბრძოლის მთავარი იარაღია, აიცერით, ერთად უნდა გავუმკლავდეთ!“

„ერთად გავუმკლავდეთ“ - ამ მოწოდების გარშემო გაერთიანდნენ პანდემიასთან შერკინების წინა ხაზზე მებრძოლი ადამიანები, რომელთაც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო წარმოგიდგენთ. „კოვიდთან მებრძოლები“ და მათი მონათხრობი - ესაა ნამდვილი ისტორიები, რომლებიც უხილავ მტერთან ბრძოლისა და თავდადების ამბავს ასახავს. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს პროექტი - „ერთად გავუმკლავდეთ“ - კოვიდვაქცინაციის პოპულარიზაციასა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას ემსახურება.

#ერთადგავუმკლავდეთ

#ჯეს #ძლიერიჯანდაცვისთვის

#ვაქცინაგვიცავს

#ავიცრათერთმანეთისთვის

#ჯანდაცვა2022