ენდომეტრიოზი რევმატოიდული ართრიტის განვითარების რისკს ზრდის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ენდომეტრიოზი რევმატოიდული ართრიტის განვითარების რისკს ზრდის

მკვლევარები დიდი ხანია ეჭვობენ, რომ ენდომეტრიოზსა და სხვა აუტოიმუნურ დაავადბებს შორის გარკვეული კავშირი არსებობს. კერძოდ, ენდომეტრიოზი გაფანტული სკლეროზის, ლუპუსის და ნაწლავის ანთებითი დაავადებების განვითარების რისკს ზრდის.

ტაივანში ჩატარებული 14 წლიანი კვლევის შედეგები ამყარებს ჰიპოთეზას და აჩვენებს კავშირს ენტომეტრიოზსა და რევმატოიდულ ართრიტს შორის.

ცნობისთვის, ენდომეტრიოზი დაავადებაა, რომლის დროსაც ენდომეტრიუმის ანუ საშვილოსნოს შიგნითა გარსის მსგავსი ქსოვილი არაბუნებრივ ადგილას ვითარდება.

გაიგეთ უფრო მეტი ენდომეტრიოზის შესახებ

რევმატოიდული ართრიტი კი, როგორც მოგეხსენებათ, სახსრებში ანთებით პროცესებს გულისხმობს.

კვლევის შედეგები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხსა და კავშირს ავლენს, რომლებიც მომავალში შესწავალას საჭიროებს.

ენდომეტრიოზსა და რევმატოიდულ ართრიტს შორის არსებული კავშირის ზუსტი მექანიზმი ამოუხსნელია, თუმცა მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მიზეზი შეიძლება დასუსტებული იმუნური სისტემა იყოს. ენდომეტრიოზი იმუნიტეტის დისრეგულაციას იწვევს, ხოლო შესუსტებული იმუნური სისტემა რავმატოიდული ართრიტის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობაა.

მეორე მიზეზი კი შესაძლებელია აუტოიმუნიტეტი იყოს. ენდომეტრიუმის დაზიანება ორგანიზმში ანთებით პროცესებს აპროვოცირებს, რაც იმუნურ რეაქციას აძლიერებს. ასეთ დროს ანთება არ არის ლოკალური, ის სისტემურია ანუ მთელ სხეულშია. ჰიპოთეზის თანახმად, ანთება აძლიერებს იმუნურ სისტემას, ის კი სამიზნე ქსოვილებს ესხმის თავს( ამ შემთხვევაში სახსრებსა და ნაწლავებს).

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების შეფასებით, ხშირად ექიმები ენდომეტრიოზის მიმართ საკმარის სერიოზულობას არ იჩენენ, მას უბრალო ჰორმონალურ დისბალანსად განიხილავენ, რაც დაუშვებელია. დაავადება არ არის მხოლოდ ენდოკრინული აშლილობა და მან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს იმუნურ სისტემას.