ცხიმოვანი მარაგი პანკრეასში - დიაბეტის განვითარების რისკი თუ დაავადებისაგან თავდაცვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცხიმოვანი მარაგი პანკრეასში - დიაბეტის განვითარების რისკი თუ დაავადებისაგან თავდაცვა

ინსულინი არის ჰორმონი, რომელსაც პანკრეასი გამოიმუშავებს, ის სისხლში შაქრის ცირკულაციას „განაგებს“, ორგანიზმს ეხმარება საკვები პროდუქტებიდან გლუკოზის ათვისებაში.

შაქრიანი დიაბეტის დროს მარეგულირებელი მექანიზმი ირღვევა, რადგან პანკრეასი საკმარისი რაოდენობის ინსულინს ვეღარ გამოიმუშავებს ან ქსოვილები ჰორმონის მიმართ რეზისტენტულები ხდებიან(ვითარდება ინსულინ რეზისტენტობა).

სისხლში შაქრის დონე თუ არ გააკონტროლეთ, დროთა განმავლობაში შესაძლოა, განვითარდეს თირკმლის უკმარისობა, მხედველობის პრობლემები, ინსულტი და სხვ.

მეცნიერები მივიდნენ კონსენსუსამდე, რომ სისხლში შაქრის მაღალი დონე პანკრეასის ბეტა უჯრედებს აზიანებს. ბეტა უჯრედები ინსულინის წარმოქმნაში ღებულობენ მონაწილეობას. რაც შეეხება ცხიმს, მისი როლი შაქრიანი დიაბეტის განვითარებაში საკამათოა.

ახალი ლაბორატორიული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ პანკრეასში არსებული ცხიმის მარაგი შესაძლოა, ინსულინის სეკრეციის შენარჩუნებაში გვეხმარებოდეს, რაც ბუნებრივია დიაბეტის განვითარებას აფერხებს.

აღნიშნული კვლევა ხსნის იმ ფაქტსაც, თუ რატომაა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის საპროფილაქტიკოდ ვარჯიში და ე.წ „ინტერვალური შიმშილი“ ეფექტური.

კვლევამ აჩვენა, რომ ჭამის შემდეგ პანკრეასის უჯრედებში ცხიმის დამარაგება/შენახავის ციკლი, რომელსაც მომდევნო კვებამდე რამდენიმე საათით ადრე ცხიმის დაშლა მოჰყვება, ინსულინის წარმოების შენარჩუნებას უწყობს ხელს.

მეცნიერებმა შეისწავლეს ადამიანის და ვირთხის ბეტა უჯრედები. კვლევისას, როგორც მოსალოდნელი იყო, შაქრის მაღალმა შემცველობამ უჯრედების მიერ ინსულინის გამოყოფის უნარი შეასუსტა, თუმცა ცხიმოვანი მარაგი ბეტა უჯრედებს ინსულინის სეკრეციის შენარჩუნებაში დაეხმარა.

როდესაც ორგანიზმში დიდი რაოდენობით შაქარი და ცხიმი გროვდება, უჯრედებში ცხიმის დამარაგება ხდება. სწორედ ეს მარაგი აძლევს ინსულინის სეკრეციას საშუალებას, რომ აღიდგინოს ნორმალური ფუნქცია.

როცა უჯრდებს საკმარისი ენერგია აღარ აქვთ, ამ დროს ცხიმი დამარაგების ნაცვლად, იწვის. ცხიმის მობილიზაციის ციკლი ერთვება, რაც ინსულინის სეკრეციასაც აძლიერებს.

ცხიმის მობილიზება ყველა ეფექტურად ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი შიმშილობს. მაგალითად, 4-6 საათით საკვებზე უარის თქმა, საკმარისია ბეტა უჯრედებისთვის, რათა ძალები აღიდგინონ და ინსულინის გამოყოფა კვლავ შეძლონ. მნიშვნელოვანია ამ პერიოდში უარი თქვათ წახემსებასზეც.

მიუხედავად იმისა, რომ ჭარბ ცხიმსა და დიაბეტს შორის კავშირი აშკარაა, საჭიროა დამატებითი კვლევა და საკითხის უკეთ შესწავლა.

მეცნიერების გარკვეულმა ჯგუფმა კვლევის შედეგები ეჭვქვეშ დააყენა. მათი თქმით, ცხიმის დეპონირება ისეთ ორგანოებში, როგორებიცაა ღვიძლი და პანკრეასი, დიაბეტის განვითარების რისკს ზრდის. ასევე, უამრავი მტკიცებულება არსებობს, რომ სისხლში დიდი რაოდენობით ტრიგლიცერიდები პანკრეასში ცხიმის დამარაგებას იწვევს, რასაც შაქრიანი დიაბეტის განვითარება მოჰყვება. პანკრეასში მომატებული ცხიმი მხოლოდ ბეტა უჯრედების დისფუნქციას იწვევს.

აღსანიშნავია ისიც, რომ შაქრიანი დიაბეტის გრძელვადიანი რემისია დამოკიდებულია სისხლში ტრიგლიცერიდების და პანკრეასში ცხიმის დაბალ დონესთან.