News - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

News

News

ყველაფერს თავისი დრო აქვს
ექსპერტთა აზრით, დღის განსაზღვრული რეჟიმის დაცვა  ორგანიზმს ნორმალური და "შინაგან  საათთან" შეთანხმებული ფუნქციობის საშუალებას მისცემს. ისინი დღის ასეთ განრიგს გვთავაზობენ:
6:00 - სექსი. ჩვეულებრივ, სქესობრივი ურთიერთობისთვის საღამოობით ან ღამით იცლიან, მაგრამ იდეალურია დილის 6 საათი, რადგან ამ დროს ორგანიზმში ჰორმონების მნიშვნელოვანი დაგროვება ხდება.
7:00 - საუზმე. ღამის ძილის შემდეგ  აუცილებელია კვება. ორგანიზმს ამ დროისთვის უკვე დახარჯული აქვს  ცხიმისა და გლუკოზის მთელი მარაგი, რის გამოც ტვინი ცუდად მუშაობს, ადამიანს კი სისუსტის შეგრძნება ეუფლება. ნოყიერი და სასარგებლო საუზმე ორგანიზმს  ყველა აუცილებელი ნივთიერებით უზრუნველყოფს, ადამიანიც მთელი დღე ხალისიანად და მხნედ იქნება. სპეციალისტები გვირჩევენ, დილის რაციონში აუცილებლად ჩავრთოთ ბურღულის ფაფა, რადგან ის სიმაძღრის შეგრძნებას დიდხანს შეგვინარჩუნებს.
7:15 - მულტივიტამინების მიღება. ზოგიერთი საკვები ნივთიერება, მათ შორის - ბ ჯგუფის ვიტამინები, ორგანიზმზე მასტიმულირებელ გავლენას ახდენს, ამიტომ მათი მიღება დილით ჯობს. მაგრამ არამც და არამც არ შეიძლება საკვები დანამატების მშიერ კუჭზე მიღება, თორემ ისინი თითქმის მთლიანად  გამოიდევნება ორგანიზმიდან შარდთან ერთად და სისუსტის შეგრძნებას გამოიწვევს. აქედან გამომდინარე, ნასაუზმევს კვებითი დანამატების მისაღებად საუკეთესო დროა.
7:30 - კბილების გახეხვა. ბრიტანეთის სტომატოლოგთა ასოციაციის წევრი, პროფესორი დემიენ ვოლმსლეი, გვირჩევს, კბილები ჭამიდან 30 წუთის განმავლობაში გავიხეხოთ, ვიდრე ჭამის შემდეგ პირის ღრუში დარჩენილი მჟავები კბილის მინანქარს საგრძნობ ზიანს მიაყენებდნენ.
8:30 - მზის აბაზანები. ბევრი სამსახურში ისეთ დროს მიდის, როცა მზეს ჯერ კიდევ არ მოუკრებია ძალა, თანაც მთელ დღეს ოფისში ატარებს, სადაც მეტწილად ხელოვნური განათებაა. მზის სხივები კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია: ჯერ ერთი, ორგანიზმს "შინაგანი საათის" გადაწყობა-დარეგულირებაში ეხმარება, მეორეც, სიგნალს აძლევს იმ ჰორმონთა გამომუშავების შესაწყვეტად, რომლებიც ადამიანს ძილს ჰგვრის. გარდა ამისა, სინათლე ბუნებრივი ანტიდეპრესანტია. იგი ორგანიზმში დ ვიტამინის გამომუშავებას უწყობს ხელს, ხოლო კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას აფერხებს. ასე რომ, დილის გასეირნება ძალიან სასარგებლოა, მაგრამ თუ ვერ მოახერხეთ, მზის აბაზანები ფანჯარასთან მიიღეთ - არც ეს იქნება ურიგო.
10:00 - იფიქრეთ რთულ ამოცანებზე. ტვინი  ყველაზე უკეთ დროის ამ მონაკვეთში მუშაობს - ადამიანი უკვე ნასაუზმევია, რის წყალობითაც ტვინში გლუკოზის მარაგი აღდგენილია.
11:00 - შედით საპირფარეშოში. ამ დროს თირკმელები ყველაზე აქტიურად მუშაობენ, ამიტომ  აუცილებლად უნდა მოშარდოთ. შარდის წარმოქმნის პროცესი დამოკიდებულია იმაზე, რას სვამთ; ვინაიდან ადამიანების უმრავლესობა დილას ყავით იწყებს, შარდის ბუშტი 3-4 საათში ივსება, შეკავება კი საშარდე გზების ინფექციების განვითარებას და კენჭების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
13:00 - ისადილეთ. ამ დროისთვის საჭმლის მომნელებელი სისტემა ყველაზე ეფექტურად მუშაობს. ძალიან კარგი იქნება მსუბუქი სადილი ცილებისა და ნახშირწყლების სწორი ბალანსით, რომლის წყალობითაც ადამიანი აქტიურობას ვახშმამდე შეინარჩუნებს. იდეალური ვარიანტია ცეხვილი პურის სენდვიჩი, თინუსი, მსუბუქი სალათი და ხილი.
13:30 - გაგზავნეთ მნიშვნელოვანი წერილები. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანთა მესამედზე მეტს ე. წ. იმეილ-სტრესი აქვს - ელექტრონულ ფოსტასთან მუშაობა სტრესს ჰგვრის. ბევრს ამის გამო წნევაც კი უწევს. თუ წერილებს ნასადილევს გაგზავნით, სტრესის ხარისხი გაცილებით დაბალი იქნება.
15:00 - გაისეირნეთ. სადილის გადამუშავების პროცესში შესაძლოა ძილი მოგერიოთ.  ეს იმიტომ, რომ ორგანიზმი სისხლის უდიდეს ნაწილს კუჭისკენ გადაისვრის. მაგრამ ამ დროს ძილი არ არის რეკომენდებული - შესაძლოა, ღამით უძილობას გამოჰკრათ ხელი. გამოსაფხიზლებლად საკმარისია, 15-20 წუთი ისეირნოთ. თუ მზე ანათებს, ულტრაიისფერი სხივების აუცილებელ ულუფასაც მიიღებთ.
16:00 - ებრძოლეთ ტკივილს. დღის მეორე ნახევარში მას ყველაზე უკეთ გაუმკლავებით. ამ დროს აქტიურობის პიკს აღწევს ენდორფინი, რაც ტკივილის შეგრძნებას ამცირებს.
17:30 - ივარჯიშეთ. ამ დროს სხეულის ტემპერატურა ყველაზე მაღალია, რაც კუნთებს მაქსიმალურ ძალას, მოქნილობას და გამძლეობას სძენს. ზრდასრულმა ადამიანმა კვირაში 5 დღე 30-30 წუთი ზომიერ  ვარჯიშს უნდა დაუთმოს, ან კვირაში 3 დღე 20-20 წუთი - ინტენსიურ ვარჯიშს. ზომიერი ფიზიკური დატვირთვაა, მაგალითად, სწრაფი სიარული, ინტენსიური კი სირბილი, ველოსიპედით რბოლა.
18:20 - გამოიცვალეთ ფეხსაცმელები. დღის განმავლობაში ფეხები შესაძლოა შეგიშუპდეთ. ეს ქსოვილებში სითხის დაგროვების ბრალია - დედამიწის მიზიდულობის ძალის გავლენით სითხე ფეხებისკენ მიედინება.
19:00 - დალიეთ ერთი ჭიქა წითელი ღვინო. ამ პერიოდში ღვიძლი ყველაზე უკეთ ანეიტრალებს ალკოჰოლის ტოქსიკურ მოქმედებას, ამიტომ ამ დროს მიღებული ერთი ჭიქა წითელი ღვინო ჯანმრთელობას მხოლოდ სარგებლობას მოუტანს.
19:30 - ივახშმეთ. სპეციალისტები დიდხანს არ აქცევდნენ ყურადღებას საკვების მიღების დროს და მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტების მიღებას გვირჩევდნენ, მაგრამ გამოკვლევებმა აჩვენა, რომ არასათანადო დროს კვებამ შესაძლოა წონის მატება გამოიწვიოს. ახლა სპეციალისტები გვირჩევენ, დაწოლამდე 3-4 საათით ადრე ვივახშმოთ, ამასთანავე, რაც შეიძლება ნაკლები შაქარი მივიღოთ - სისხლში შაქრის შემცველობის დარღვევამ შესაძლოა უძილობა გამოიწვიოს.
21:30 - მოემზადეთ დასაძინებლად. ძილის წინ შესრულებული ყოველგვარი ქმედება ძილის პროცესზე ახდენს გავლენას, ამიტომ ეცადეთ, დაწოლამდე ერთი საათით ადრე მშვიდ გარემოში მოდუნდეთ. ადამიანს საშუალოდ 7-8 საათი უნდა ეძინოს. უნდა დავწვეთ და ავდგეთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. ამ განრიგის მისაჩვევად 3-4 კვირა დაგჭირდებათ. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დღის ასეთი განრიგის დაცვა ორგანიზმის ნორმალური ფუნქციობის საწინდარია.






გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
გერმანელმა მკვლევარებმა ამერიკელ კოლეგებთან ერთად გაარკვიეს რომ, საკვების მიღებისას
ტოკიოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ ჩონჩხის კუნთების სატელიტური უჯრედები,
საქართველოს გამოეცალა კიდევ ერთი დამსახურებული ექიმი - ნელი როჭიკაშვილი.
ინდიანას უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ჯერ კიდევ 10 წლის წინ, 50 ადამიანის თმისა და ფრჩხილის ნიმუშების
საქართველოს სამედიცინო საზოგადოებამ დაკარგა უდიდესი ექიმი,
ჩინეთისა და კანადის ბიოქიმიკოსებმა აღმოაჩინეს სისხლში ჭარბი ქოლესტერინის
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად