აივ ინფექციისგან ბუნებრივი გამოჯანმრთელების მეორე შემთხვევა გამოვლინდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აივ ინფექციისგან ბუნებრივი გამოჯანმრთელების მეორე შემთხვევა გამოვლინდა

არგენტინელის შემთხვევა სპეციალისტებმა აღნიშნეს, როგორც „პაციენტი ესპერანსა“- ეს მსოფლიოში თავისთავად გამოჯანმრთელების მეორე შემთხვევაა.

აივ-ი თავისი გენომის ასლს ტოვებს ორგანიზმის დნმ-ში, რის შემდეგადაც ქმნის ვირუსულ რეზერვუარს, რომელიც იმუნიტეტისგან და სამკურნალო საშუალებებისგან „დამალვის“ საშუალებას იძლევა და აწარმოებს სულ ახალ-ახალ ასლებს. თუმცა არსებობს ადამიანები, ე.წ. „ელიტური კონტროლიორებო“, რომელთა ორგანიზმმაც შეძლო წარმატებით დაეთრგუნა აივ-ის გავრცელება. აივ ინფიცირებულთა შორის მათი რიცხვი ბევრი არ არის მხოლოდ 0,1-0,2% და მათ გულდასმით აკვირდებიან მეცნიერები ვირუსთან ბრძოლის მექანიზმის გამორკვევის იმედით.

2020 წელს მეცნიერებმა გამოავლინეს პაციენტი, რომელის მილიონი უჯრედის სეკვენირების შედეგად ვერ იქნა ნანახი აივ-ის თანმიმდევრობა, რაც შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო ახალი ვირუსის წარმოებისთვის. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ სან-ფრანცისკოელი პაციენტის იმუნიტეტმა როგორღაც გაანადგურა ვირუსული რეზერვუარი.

აშშ-სა და ბუენოს-აირესის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეძლეს მეორე ასეთი პაციენტის აღმოჩენა, რომელსაც არ ჰქონდა მიღებული ანტირეტროვირუსული პრეპარატები 8 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. სისხლის 1,19 მილიარდი და ქსოვილების 500 მილიონი უჯრედის სეკვენირებით არ აღმოჩნდა აივ-ი. მედიკოსებმა გამოავლინეს მხოლოდ შვიდი დეფექტური პროვირუსი, რომელთაც რეპლიკაციის უნარი არ გააჩნდათ.

მკვლევარების განცხადებით, ორივე პაციენტისათვის როგორც ჩანს დამხასიათებელია სპეციფიკური Т-უჯრედული პასუხი, რომლის საშუალებითაც მათ შეძლეს აივ-ისგან განთავისუფლება. თუ მეცნიერები შეძლებენ მათი იმუნური მექანიზმების გამოვლენასა, შესაძლებელია მათ შეძლონ მისი იმიტირება დანარჩენი აივ-ინფიცირებულებისთვისაც.