„თბილისი მედიკი“- სამედიცინო სფეროს მზარდი და ლიდერი  კომპანია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„თბილისი მედიკი“- სამედიცინო სფეროს მზარდი და ლიდერი  კომპანია

ავეჯის, სახარჯი მასალების, ქირურგიული ინსტრუმენტების, პაციენტის მოვლის საშუალებების, მაღალტექნოლოგური აპარატურის იმპორტსა და რეალიზაციას. განვითარების ტემპითა და დინამიკით, იგი ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომლის პრიორიტეტიც პარტნიორებისა და მომხმარებლებისათვის მაღლი ხარისხის მომსახურებით უზრუნველყოფაა.

კომპანიის სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება „თბილისი მედიკის“ ბიზნესის განვითარების დირექტორი ლევან ხომერიკი.

image0-1642495297.jpg1.jpg

ბატონო ლევან, სამედიცინო მოწყობილობები მეცნიერებისა და მედიცინის სფეროს ერთერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგია. ეს ფართო ინდუსტრია მოიცავს სხვადასხვა სახის პროდუქციას - დიაგნოსტიკური მოწყობილობებიდან დაწყებული სხვადასხვა ინსტრუმენტებითა თუ პაციენტის მოვლის საშულებებით დამთავრებული. რას სთავაზობს "თბილისი მედიკი" მომხმარებელს?

კომპანია „თბილისი მედიკი“ მე-12 წელია, რაც ქართულ ბაზარზე სამედიცინო პროდუქტების იმპორტსა და რეალიზებას ანხორციელებს. ამასთან ერთად ჩვენს მომხმარებელს სამედიცინო აპარატურის მონტაჟს და მათ შემდგომ მომსახურებას ვთავაზობთ.

კომპანიის განაცხადია: "ყველა სამედიცინო ნივთი ერთ სივრცეში". ჩვენ მიერ გაწეული ყველა სამუშაო ემსახურება იმას, რომ მომხმარებლებმა ერთ სივრცეში მიიღონ სამედიცინო დაწესებულებისა და პაციენტებისთვის საჭირო ნებისმიერი პროდუქტი.

კორპორტიული მიმართულებით, ვთანამშრომლობთ 400-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებასთან, კომპანია ასევე აქტიურად ოპერირებს საცალო მიმართულებითაც: თბილისში წარმოდგენილია ორი მაღაზიით, ხოლო ბათუმსა და ქუთაისს თითო-თითო ფილიალით ემსახურება.

რა ცვლილებები შეიტანა "თბილისი მედიკის" მუშაობასა და მომხმარებელთან ურთიერთობაში პანდემიამ, როგორა ხდება პროდუქციის შეძენა და რა სიახლეები გაქვთ?

პანდემიამ ბუნებრივია შეცვალა მომხმარებლების სურვილები, მოთხოვნები და საჭიროებები.

„თბილისი მედიკისთვის“ პრიორიტეტს წარმოადგენს მომხმარებლისთვის კომფორტის შექმნა.

შესაბამისად, ჩვენს მომხმარებლებს, როგორც B2B ასევე B2C მიმართულებით შეუძლიათ ისარგებლონ განვადებითა და ადგილზე მიტანის სერვისით.

ასევე, შევქმენით კომპანიის ახალი ვებ-გვერდი tbilisimedic.ge რომლის დახმარებითაც უკვე შესაძლებელია, სახლიდან გაუსვლელად, ჩვენი პროდუქციის ონლაინ შეძენა.

როგორ შეაფასებდით განვლილ წელს ბრენდის განვითარების თავლსაზრისით?

ბრენდის განვითარების თვალსაზრით გასული წელი ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

მომხმარებლის მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, გავხსენით კიდევ ერთი ფილიალი, თბილისში, საბურთალოზე, რათა კიდევ უფრო კომფორტული იყოს ჩვენი კომპანიის პროდუქციისა და სერვისების მიღება დედაქალაქის მასშტაბით.

ასევე, გავხსენით 2 რეგიონალური ფილიალი „ქუთაისი მედიკი“ და „ბათუმი მედიკი“, რომლებიც „თბილისი მედიკის“ შვილობილი ბრენდებია და საკუთარი რეგიონის ჭრილში განახორციელებენ „თბილისი მედიკის“ იდენტურ საქმიანობას.

საქართველოში რეგიონების მიხედვით ბაზრის სპეციფიკა საკმაოდ განსხვავებულია, როგორც სამედიცინო, ასევე სხვა სექტორებში. შესაბამისად, თითოეულ რეგიონს ინდივიდუალური მიდგომა და რეგიონზე მორგებული განვითარების სტრატეგია სჭირდება. ამიტომაც გადავწყვიტეთ რეგიონალურ ბაზარზე შვილობილი ბრენდებით შესვლა, რომელიც სრულად ადგილობრივი კადრებით არის დაკომპლექტებული და აქვთ რეგიონის სპეციფიკაზე მორგებული ინდივიდუალური განვითარების სტრატეგია.

ბუნებრივია, „თბილისი მედიკი“ უზიარებს და მომავალშიც გაუზიარებს თავის ცოდნას და გამოცდილებას შვილობილ ბრენდებს და მისი მუდმივი მხარდამჭერი იქნება.

რამ განაპირობა სწორედ ქუთაისსა და ბათუმში ფილიალების გახსნა?

ვფიქრობთ, საქართველოში სამედიცინო სექტორში რეგიონალური მასშტაბით განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალია. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ პრიორიტეტად რეგიონალური განვითარება.

9-1642495552.jpg

რაც შეეხება ბათუმსა და ქუთაისს, სამედიცინო სექტორში აჭარა და იმერეთი მთლიანი ბაზრის საკმაოდ დიდ წილს მოიცავს. სწორედ ეს გახდა პირველი ფილიალების აქ გახსნის მიზეზი.

8-1-1642495653.jpg

როგორია „თბილისი მედიკის“ სამომავლო გეგმები, უნდა ველოდოთ თუ არა ქუთაისისა და ბათუმის შემდეგ, სხვა ქალაქებშიდაც თქვენს ახალ ფილიალებს?

„თბილისი მედიკი“ 2022 წელსაც ბევრ საინტერესო სიახლეს ჰპირდება თავის ერთგულ მომხმარებლებს და პარტნიორ კომპანიებს.

ამ სიახლეების შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.