Moderna ადამიანებზე ახალი mRNA ვაქცინის ცდებს იწყებს
ახლახანს, Moderna-მ ეპშტეინ-ბარის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადრეული სტადიის კლინიკური კვლევები დაიწყო.
ეპშტეინ-ბარის ვირუსი იწვევს მთელ რიგ დაავადებებს ინფექციური მონონუკლეოზის ჩათვლით. არსებობს კვლევის შედგებიც, რომელთა თანახმადაც, ვირუსი გაფანტული სკლეროზის მიზეზადაც შეიძლება იქცეს.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ გაფანტული სკლეროზის(MS) განვითარების რისკი 32-ჯერ მატულობს, ეპშტეინ-ბარის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში.
ასე რომ, MS-ის პრევენცია შესაძლოა, სწორედ ინფექციის შეჩერებით იყოს შესაძლებელი. რაც შეეხება სკლეროზის მკურნალობას, შესაძლოა, მკურნალობის ახალი მეთოდის შექმნაც, რომლის სამიზნეც თავად ეპშტეინ-ბარის ვირუსი იქნება.
იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინის ეფექტურობა დადასტურდება, ეს იქნება სამედიცინო ბაზარზე პირველი EBV-ის საწინააღმდეგო ვაქცინა.
ის Moderna- ს წარმოებული კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მსგავსად, mRNA ტექნოლოგიის გამოყენებით იქნება დამზადებული.
როგორც კომპანია „Moderna” აცხადებს, იანავრის დასაწყისში დაახლოებით 270-მა ადამიანმა გაიკეთა ვაქცინა. ტესტირების პირველი ნაწილის შემდგომ გაირკვევა, თუ რამდენად უსაფრთხოა ინექცია და რა დოზებია საჭირო იმისათვის,რომ ეპშტეინ-ბარის ვირუსისაგან დავიცვათ თავი.