რა განსხვავებული სიმპტომები ახასიათებს "ომიკრონს" და რით გამოირჩევა ამ შტამით გამოწვეული კოვიდის მიმდინარეობა? - მაია ბუწაშვილი კვლევების შედეგებზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა განსხვავებული სიმპტომები ახასიათებს "ომიკრონს" და რით გამოირჩევა ამ შტამით გამოწვეული კოვიდის მიმდინარეობა? - მაია ბუწაშვილი კვლევების შედეგებზე

რო­გორც ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, სა­ერ­თო ჯამ­ში, ომიკ­რო­ნით გა­მოწ­ვე­უ­ლი კო­ვი­დის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა დელ­ტა შტამ­თან შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქია. თუმ­ცა ვი­ნა­ი­დან ახალ შტამს გავ­რცე­ლე­ბის უფრო მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ახა­სი­ა­თებს, სა­წო­ლე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი მზად­ყოფ­ნა მა­ინც აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

"რამ­დე­ნი­მე ინ­ფორ­მა­ცია ომიკ­რო­ნის შტამ­თან და­კავ­ში­რე­ბით (რად­გან ომიკ­რო­ნის გავ­რცე­ლე­ბა სულ ახ­ლა­ხანს და­ი­წყო, კვლე­ვე­ბი მწი­რია, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კვლე­ვა­ზე დაყ­რდნო­ბით გარ­კვე­უ­ლი წარ­მოდ­გე­ნის შექ­მნა უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია). ომიკ­რო­ნით გა­მოწ­ვე­უ­ლი კო­ვი­დის ინ­კუ­ბა­ცი­უ­რი პე­რი­ო­დი (ინ­ფი­ცი­რე­ბი­დან სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნამ­დე) შემ­ცირ­და 3 დღემ­დე. ომიკ­რო­ნის შტა­მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია 5 ძი­რი­თა­დი სიმპტო­მი: ცხვი­რი­დან გა­მო­ნა­დე­ნი, თა­ვის ტკი­ვი­ლი, სა­ერ­თო სი­სუს­ტე, ცე­მი­ნე­ბა და ყე­ლის ტკი­ვი­ლი. ასე­ვე და­მა­ტე­ბით აღი­ნიშ­ნე­ბა კო­ვი­დის­თვის აქამ­დე ნაკ­ლე­ბად და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბი: გუ­ლის­რე­ვა, ღა­მით ოფ­ლი­ა­ნო­ბა, წე­ლის ტკი­ვი­ლი. ხვე­ლა შე­იძ­ლე­ბა იყოს, თუმ­ცა უფრო მსუ­ბუ­ქად გა­მო­ხა­ტუ­ლი, ვიდ­რე კო­ვი­დის წი­ნა­მორ­ბე­დი შტა­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. სი­ცხე შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად ახა­სი­ა­თებს. ყნოს­ვის და გე­მოს ცვლი­ლე­ბა ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია (დელ­ტას შემ­თხვე­ვა­შიც შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად გვხვდე­ბო­და, ხოლო ომიკ­რო­ნის შტა­მი კი­დევ უფრო იშ­ვი­ა­თად იწ­ვევს ამ სიმპტომს). ქვე­და სა­სუნ­თქი გზე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად ხდე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად ახა­სი­ა­თებს.ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია შემ­ცი­რე­ბუ­ლია 70%-ით (თუმ­ცა ვი­ნა­ი­დან ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია, ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე­თა აბ­სო­ლუ­ტუ­რი რი­ცხვიც მა­ღა­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, ამ­ჟა­მად სა­წო­ლე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი მზად­ყოფ­ნა მა­ინც აუ­ცი­ლე­ბე­ლია).

წაიკითხეთ სრულად